„რულეტი გადახვევის დროს სულ დაიშალა და აიზილა“ – 1 მარტივი ხრიკი, თუ როგორ გადავახვიოთ რულეტი იდეალურად
ერთი შეხედვით, რულეტის მომზადება მარტივი ჩანს, თუმცა მომზადებისას შეიძლება ასეთ სირთულესაც წააწყდეთ, არ შეიკრას მასა და მთლიანად დაიშალოს. გამოცდილმა დიასახლისებმა კი გაგვიზიარეს რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ მსგავსი დაბრკოლება:
ჯერ კრემი გადაუსვით, შემდეგ ჯემი. გადაახვიეთ, გააგრილეთ და შემდეგ გაუკეთეთ გულსართი. ცხობაც ცოტა ზედმეტი რომ მოგივიდეთ, ტყდება უკვე. ამიტომ, ძალიან ნუ გამოაშრობთ ბისკვიტს.
ჯემის ან კრემის წასმის შემდეგ, ნელა უნდა გადაახვიოთ და არა ძალიან მჭიდროდ, რადგან შეიძლება ტყდომა გამოიწვიოს.
ღუმელიდან როდესაც გამოიღებთ ნესტიანი ტილო გადააფარეთ და გადაახვიეთ. აცადეთ ცოტა შეგრილდეს, გაშალეთ, წაუსვით ჯემი ან ნებისმიერი კრემი და ისევ გადაახვიეთ, თბილი უნდა იყოს და ისე წაუსვათ, აღარ დაიშლება.
რულეტი „მედოვიკი“ ყველაზე ზარმაცებისთვის - მხოლოდ 30 წთ დაგჭირდებათ. იხილეთ რეცეპტი.
რულეტი ცხობის გარეშე მხოლოდ 15 წთ-ში - ეს რეცეპტი უნდა ჩაინიშნოთ