მე მაქვს 1 საიდუმლო, რომლითაც კვერცხები თანაბრად იღებება, ლამაზი წითელი და პრიალაა
მალე სააღდგომოდ ყველა ოჯახი კვერცხების ღებვის სამზადისს შეუდგება. ეს თითქოს ადვილი საქმეა, მაგრამ სრულყოფილად შეღებილი წითელი კვერცხი ბევრს არ გამოსდის. იმისთვის, რომ სააღდგომო კვერცხი წითლად თანაბრად რომ შეიღებოს, მარტივი ხერხი არსებობს:
თუ კვერცხს წინასწარ სოდიანი წყლით ან ძმრით გარეცხავთ, უფრო თანაბრად შეიღებება.
ხარშვისას კი კვერცხი რომ არ გასკდეს, შეღებვამდე 1 საათს სითბოში ან ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, ხოლო ხარშვისას წყალში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი - ნაჭუჭი რომც გასკდეს, გული არ გადმოიღვრება.
შეღებილმა კვერცხმა რომ იბრწყინოს, გაამშრალეთ და ზეთი გადაუსვით.
ასევე დაგაინტერესებთ: სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი
როგორ და როდის მოვიყვანოთ ჯეჯილი, რომ სააღდგომოდ მოესწროს