„შოკოლადმა ფერი შეიცვალა, შეიძლება მისი ჭამა?“ - გაიგეთ, რატომ „თეთრდება“ შოკოლადი
რაც უფრო ნაკლები ინგრედიენტია შოკოლადის შემადგენლობაში, მით უკეთესია. იდეალური შოკოლადი უნდა შედგებოდეს სამი ინგრედიენტისაგან, შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ასევე ვანილინი და რძის ფხვნილი. მაგრამ დაბალი ფასების მისაღწევად, ზოგიერთი მწარმოებლები კაკაოს მარცვლებისგან მიღებულ კომპონენტებს ანაცვლებენ უფრო იაფი მცენარეული ცხიმებით.
შოკოლადის ზედაპირი უნდა იყოს მყარი, მბზინავი, თანაბარად ტალღოვანი. თუმცა გარეგნობისთვის მკაცრი კრიტერიუმები არ არსებობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შოკოლადი შეიცავს დანამატებს, როგორიცაა მთლიანი ან დაქუცმაცებული თხილი, დაშაქრული ხილი, ქიშმიში, გაფუებული მარცვლეული. მაგრამ სტრუქტურა ერთგვაროვანი უნდა იყოს - მაშინაც კი, თუ შოკოლადში არის დანამატები, ისინი თანაბრად უნდა განაწილდეს მთელ მასაში.
შოკოლადზე თეთრი ლაქების გაჩენა მიუთითებს პროდუქტის არასათანადო პირობებში შენახვაზე, მაგრამ არ შეგეშინდეთ, საშიში არაფერია, საკვებად ის სრულიად უვნებელია. უფრო მეტიც, ნაცრისფერი შეფერილობა, ხშირ შემთხვევაში, შოკოლადის ნატურალურობაზე მიუთითებს.
უმჯობესია შოკოლადი შეინახოთ სუფთა, კარგად კონდინცირებად ოთახში, ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 5 ° C– დან 22 ° C– მდე ტემპერატურაზე და ტენიანობის უნდა იყოს არაუმეტეს 70%.
ალბათ გინახავთ ვიდეოები, რომლებშიც ვიდეო ბლოგერები ცეცხლს უკიდებენ შოკოლადს და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ეს არაბუნებრივია. სინამდვილეში, შოკოლადი უნდა დაიწვას, ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
შოკოლადის შერჩევისას, აუცილებლად წაიკითხეთ ეტიკეტი, რომელზეც უნდა იყოს მითითებული: მწარმოებლი ( ქვეყანა და მისამართი), საკვები დანამატები, კვებითი ღირებულება, გამოშვების თარიღი და ვარგისიანობა, შენახვის პირობები, ინფორმაცია გენმოდიფიცირების შესახებ, სტანდარტის აღმნიშვნელი ნომერი.
უგემრიელესი შოკოლადის დესერტის მომზადების რეცეპტი იხილეთ აქ..