რა სარგებელი აქვს გვირილის ჩაის? – პასუხები გიორგი ღოღობერიძისგან - Gemrielia.ge

რა სარგებელი აქვს გვირილის ჩაის? – პასუხები გიორგი ღოღობერიძისგან

 

ყველასათვის საყვარელმა, ბიოქიმია - ფარმაკოლოგიის ლექტორმა, გიორგი ღოღობერიძემ გვირილის ჩაის შესახებ ისაუბრა. ალბათ, ყველას გვსმენია მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, მაგრამ მოდით, უკეთ გავერკვეთ: 

 

 

გვირილის ჩაიმ შეიძლება მოაწესრიგოს იმ ადამიანთა ძილი, ვისაც აწუხებს უძილობა. 28 დღიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანთა შორის, ვინც რეგულარულად იღებდნენ ამ ჩაის, 3 ჯერ უფრო შემცირდა ღამით გამოღვიძების შემთხვევები და ეს ადამიანები იძინებდნენ 15 წუთით უფრო სწრაფად. 

 

 

 

გვირილის ჩაი შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს კუჭ–ნაწლავის სისტემისთვის. განსაკუთრებით მათში, ვისაც აწუხებს ხშირად ფაღარათი და კუჭის წყლული. მართალია, კუჭის წყლულს ვერ განკურნავს, მაგრამ შეაფერხებს და შეამცირებს შეტევებს. 

 

 

აპიგენინი – არის ის განსაკუთრებული ნივთიერება, რომელსაც შეიცავს გვირილის ჩაი. კვლევის მიხედვით, ვინც სვამდა გვირილის ჩაის, ამ ადამიანებში უფორო ნაკლები იყო ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე. 

 

 

აღმოჩნდა, რომ გვირილის ჩაი კარგია სისხლში შაქრის კონტროლისთვის. 64 დიაბეტიკთან შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა რომ  ვინც იღებდა ჩაის, გლუკოზის შემცირება მკვეთრად შეიმჩნეოდა, ვიდრე დანარჩენებში.

 

 

 

 

დადებითი შედეგი იქონია გულისთვისაც. გვირილის ჩაი ცუდი ქოლესტეროლის შემცირებას უწყობს ხელს და აღარ ზიანდება გულ–სისხლძარღვები, არ ჩნდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა ათეროსკლეროზი, სტენოკარდია და სხვ.

 

 

გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი მათგანი არ არის დიდი ექსპერიმენტი, მხოლოდ მცირე კვლევებია. მაგრამ, ის რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, არის ის რომ გვირილის ჩაი ამცირებს შფოთვასა და დეპრესიას. 

 

 

შეიძლება თუ არა წყლის მიღება საკვების მიღების დროს? – გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს

 

9 რამ, რაც მშიერ კუჭზე არ შეიძლება – რჩევები გიორგი ღოღობერიძესგან