10 შეცდომა, რომლებსაც პასკის გამოცხობისას დიასახლისების ნახევარი უშვებს
სააღდგომო სუფრა წარმოუდგენელია გემრიელი პასკის, ხატის პურის, კულიჩის გარეშე. თუკი პასკის გამოცხობას აპირებთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი და რაც მთავარია, არ დაუშვათ ეს 10 შეცდომა.
1. ფქვილის გაუცრელად დამატება
სანამ ცომის მზადებას შეუდგებით, აუცილებლად გაცერით ფქვილი - ასე მას ჰაერი შეერევა და ცომიც ფაფუკი იქნება.
2. ფქვილის დამატება ან დაკლება
კულიჩის ცომს არ უყვარს ზედმეტი ფქვილი, თორემ ძალიან მაგარი გამოგივათ. თუმცა არც ფქვილის დაკლება შეიძლება უფორმო მასა რომ არ მიიღოთ. ამიტომ ეცადეთ შეინარჩუნოთ ოქროს შუალედი და მიიღოთ ჰაეროვანი ცომი, რომელიც ხელზე არ ეკრობა.
3. ნაკლები ზელვა
ჩვეულებრივი ფუნთუშებისგან განსხვავებით, კულიჩის ცომს ძალიან დიდხანს ზელა სჭირდება, საერთო ჯამში მის მოზელაზე 30 წუთი მაინც უნდა წავიდეს.
4. ასაფუებლად დროის დაზოგვა
ცომი კულიჩისთვის მინიმუმ 3-ჯერ უნდა ამოვიდეს: პირველად საფუარიანი მასა ამოდის, შემდეგ მოზელილი ცომი, ბოლოს კი - ფორმებში მოთავსებული კულიჩები.
5. ცომისთვის შეუფერებელი ტემპერატურა
მოარიდეთ ცომი ორპირს და ზედმეტ ტენიანობას. იდეალურია თუ ცომი ამოვა მშრალ, თბილ ადგილას, სადაც ტემპერატურა მინიმუმ 30 გრადუსია. მაგრამ მაინც, როგორ ვუშველოთ პასკის ცომს, თუკი არ ამოდის? - ამაში გამოცდილი დიასახლისის უტყუარი მეთოდი დაგეხმარებათ.