„სოდა, ძმარი, სარეცხი საპონიც ვცადე, მაგრამ არ პრიალდება. რა მოვიმოქმედო?“ – რჩევები გამოცდილი დიასახლისისგან
ალბათ, ყველას ოჯახში მოიპოვება ძველებური ტაფა, რომლთან გამომშვიდოებაც ბევრისთვის რთული პროცესია. ამიტომ, გთავაზობთ დიასახლისების გამოცდილ ხერხებს, თუ როგორ გავაპრიალოთ თუჯის ტაფა.
„ბებიაჩემი, სანამ თონეში პურს გამოაცხობდა, ასეთ ტაფებს ცეცხლში გამოწვავდა ხოლმე. ცხელს გახეხავდა და ახალივით იყო“ – თეო ჩომაკაშვილი.
„იყიდეთ შუმანიტი, დაასხით, გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ. აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი“ – ქეთევანი.
„ლიმონმჟავა სცადეთ. ჩაყარეთ 2 ჩ კოვზი, დაასხით წყალი და დატოვეთ მთელი ღამით. დილით ჩვეულებრივად გარეცხეთ“ – ასმათ ლაშხია.
„ნაცარი გაცერით ისე, რომ ნახშირის ნაწილები არ შეაყოლოთ. დაამატეთ ცოტა ჟელე და კაოსტიკური სოდის პატარა ნატეხი, როდესაც ადუღდება ჩადეთ ქვაბი, დააყოვნეთ 2 წუთით. შემდეგ სწრაფად გარეცხეთ ცივ წყალში. ახალ ნაყიდს დაემსგავსება“ – ანიტა.
როგორ გავაპრიალოთ კექსის ფორმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
აპრიალებს ვერცხლეულს! - და კიდევ 4 მარტივი ხრიკი სამზარეულოში ფოლგის გამოყენებისთვის