„არც გემო ეკარგება, არც არომატი“ - როგორ ყინავენ ტყემალს ქართველი დიასახლისები
ალუჩა და ტყემალი, განურჩევლად ყველას უყვარს, მაგრამ მისი მიღება მხოლოდ წლის გარკვეულ მონაკვეთშია შესაძლებელი. იცოდით, რომ ალუჩა, მისი სასარგებლო თვისებების გამო, კარგი დიეტური საშუალებაა. სასარგებლოა როგორც უმი, ისე ჯემის, კომპოტისა თუ საწებელის სახით. იმისთვის, რომ მთელი წელი შეძლოთ ამ ორი ხილის მიღება, გთავაზობთ ქართველი დიასახლისების გამოცდილ ხერხებს:
„გამიყინავს და მშვენიერია ჩაქაფულისათვის და როდესაც კომპოტს ვაკეთებ, ვაგდებ ხოლმე რამოდენიმე ცალს, არომატისთვის. მშვენიერია“ – თამუნა გოგელიძე.
„ჩაქაფულისთვის ქილებში ჩაყარეთ მკუხე, ტარხუნა მოაწყვეთ ძირზე, დააყარეთ ტყემალი. დაამატეთ ერთი კოვზი მარილი. დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ. იდეალურად ინახება. არც ფერს იცვლის, არც გემოს, დიდხანს ძლებს და ჩაქაფულსაც უხდება“ – მანანა პაპიძე.
„უფრო კარგად ინახება ასე, გარეცხილი ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ცივი წყალი. სტერილუზაცია არ უნდა, პირდაპირ ასევე მოხუფეთ, როგორც ახალი, ისეთია ზამთარში. რა თქმა უნდა, ქილები კარგად უნდა გაირეცხოს, არ დუღდება, ბოლომდე შეავსეთ ქილა, რომ დააფარებთ, წყალი უნდა გადმოვიდეს. არასდროს ამდუღებია“ – დიანა დავითაია
„ახლაც ჩაყინული მაქვს, ესპანეთში ვარ და ქართული ტყემალი აქ დიდი სიამოვნებაა. ესპანელებმა არ იციან თუ იჭმევა. სეზონზე ვკრეფთ და ვყინავთ მთელი ზამთარი, ვკმაზავთ ცოტ–ცოტას. ჩვეულებრივი ტყემალი კეთდება“ – ფატიმა ღონღაძე.
„პლასტმასის მშრალ ბოთლში ჩაყარეთ, ასევე კარგად მშრალი ალუჩა. მოუკარით თავსახური და ბნელ ადგილას შეინახეთ. მომავალ გაზაფხულამდეც გაძლებს, თუ სისველე არ შეყვა“ – ია თაია.
„მე ტყემალსა და ტარხუნას ერთად ვათავსებ კონტეინერში, გამზადებული 2–2.5 კგ ხორცის სამყოფს, ჩაქაფულისთვის. პირდაპირ ურევთ დაჭრილ მწვანილებს და ამზადებთ ჩაქაფულს“ – ლელა დვალიძე.
„ორივეს ვყინავ, მაგრამ გალღობიდან მაშინვე უნდა მოიხმაროთ, თორემ მალევე რბილდება და ფუჭდება“ – ნათია კარიაული.
„როცა ტყემალი არ მაქვს...“ - ემიგრანტი ქალი გვასწავლის, რით ჩაანაცვლოთ ტყემალი ჩაქაფულში