ჭინჭარი რეკორდსმენია K ვიტამინის შემცველობით... – სანამ ამ მცენარეს საკვებად გამოიყენებთ, გაეცანით მის საზიანო და სასარგებლო თვისებებს! - Gemrielia.ge

ჭინჭარი რეკორდსმენია K ვიტამინის შემცველობით... – სანამ ამ მცენარეს საკვებად გამოიყენებთ, გაეცანით მის საზიანო და სასარგებლო თვისებებს!

 

ჭინჭარი განსაკუთრებით სასარგებლოა მაის-ივნისში, ამიტომ ახლა მისი შეგროვებისთვის საუკეთესო დროა. და მაინც, როგორ მოქმედებს ჭინჭარი ჩვენს სისხლზე?

 

 

ამ მცენარის ღეროები და ფოთლები შეიცავენ მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიტამინებს, მინერალებსა და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც საიმედოდ არიან დაცულნი ბუნებისგან: მცენარის ყველა ნაწილი დაფარულია თხელი თმით, რომელიც შეიცავს ფორმჟავასა და ჰისტამინს. ეს ნივთიერებები, კანთან შეხებისას, იწვევს წვის შეგრძნებას, შეშუპებასა და ქავილს.

 

 

 

 

როგორი ზეგავლენა აქვს ჭინჭარს სისხლზე? ახალგაზრდა ჭინჭარი შეიცავს უამრავ ასკორბინის მჟავას, რომელიც ცნობილია როგორც სისხლის გამათხელებლი. ჭინჭარი შეიცავს დიდი რაოდენობით B და A ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია სისხლის უჯრედების განახლებისთვის, ასევე რკინას, კალციუმს, მანგანუმსა და სპილენძს. ამიტომ, ჭინჭარი ითვლება ანემიის სამკურნალო საშუალებად, ხოლო ჭინჭრის ჩაი ინიშნება, როგორც სისხლის გამწმენდი საშუალება. 

 

 

ფაქტია, რომ ჭინჭარი რეკორდსმენია K ვიტამინის შემცველობით, რაც აუცილებელია სისხლის შედედების პროცესისთვის, სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. ამიტომ, მცენარეს შეუძლია არა მხოლოდ მოგაწოდოთ ამ ვიტამინის ყოველდღიური მოთხოვნილება (ის შეიცავს 6 დღიურ ნორმას), არამედ გამოიწვიოს სისხლის გასქელებაც. რა თქმა უნდა, გააჩნია რაოდენობასა და მიღების სიხშირეს. 

 

 

 

 

ჭინჭარი იწვევს უკუნაჩვენებს მათში, ვისაც სისხლის შედედების პრობლემა აწუხებს, ასევე ორსულ ქალებში და ზოგჯერ, მენსტრუაციის დროსაც. ასევე, არ გამოიყენოთ ჭინჭარი თუ იღებთ წამლებს, რომლებიც ხელს უშლიან სისხლის შედედებასა და თრომბის წარმოქმნას. 

 

 

თუ გაქვთ ჭინჭარი, მოამზადეთ ეს უგემრიელესი და უსწრაფესი კერძი