როგორ გავაკეთოთ ნივრის მწნილი ისე, რომ იყოს ხრატუნა და გემრიელი - რეცეპტები დიასახლისებისგან
მწნილი განსაკუთრებულს ხდის ნებისმიერ კერძს, არსებობს უამრავი სახეობა, ამჯერად გთავაზობთ ნივრის მწნილის მომზადების რეცეპტებს, გამოცილი დიასახლისებისგან:
„ნიორი გარეცხეთ და შუშის1 კილოიან ქილაში ჩადევით მჭიდროდ, 1 სადილის კოვზი მარილი უნდა, ოდნავ მეტი გახსენით ცივ წყალში და დაასხით ნივრის ქილას, 6 დღის განმავლობაში, ყოველდღე. უცვალეთ წყალი. მეშვიდე დღეს გამოუცვალეთ ახალი მარილიანი წყალი, დააფარეთ პლასმასის, ან ხრახნიანი სახურავი და შეინახეთ ზამთრისთვის. უცვალეთთ მარილიანი წყალი ყოველდღე, იმისთვის რომ სიმწარე გამოიტანოს“ - მაგდა ცერცვაძე.
„დაასხით წყალი და ყოველ დღე ცვალეთ. დაახლოებით 5 დღის მერე, შუშის ქილებში ჩააწყვეთ. რამდენ ლიტრიანშიც ჩააწყობთ იმდენი სადილის კოვზი მარილი ჩაყარეთ. კარგი მარილი შეიძინეთ. დაასხით წყალი, დააფარეთ პლასტმასის ხუფი. ადუღებული წყალი გადმოვა, როცა მორჩება დუღილს, წყალს დაიკლებს. დაუმატეთ წყალი, ერთი ჩაის კოვზი მარილი და ორი დღის შემდეგ მოხუფეთ რკინის ხუფით. სასურველია მოხუფული ქილები გრილ ადგილზე დადგათ, დუღილი რომ არ გააგრძელოს“ - დალი ბარნოვი.
„ჩემი რეცეპტი ყველაზე ძველია, ასე ამწნილებდნენ თიანეთში. ნიორი ჩადეთ 1ლიტრიან ქილაში და შემდგომი 3 დღის განმავლობაში უცვალეთ წყალი, მეოთხე დღეს, წყალს რომ გამოუცვლით, დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი მარილი ( მე 1 სუფრის კოვზ ძმარსაც ვუმატებ რომ ხრაშუნა იყოს) დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება დასამწნილებლად, უგემრიელესი და ხრაშუნა გამოდის“ - ელენა ჯავახიშვილი.
„თუ დამიჯერებთ, არაჩვეულებრივ რეცეპტს გასწავლოთ, მე სულ ასე ვაკეთებ: სამ ლიტრიან ქილაში ჩაალაგეთ გასუფთავებული ნიორი, დააყარეთ სამი სუფრის კოვზი მარილი და შეავსეთ ჩვეულებრივი, ონკანის ცივი წყლით, დააფარეთ პლასტმასის სახურავი და დადგით მზიან ადგილას, ორი კვირით. ზუსტად ორი კვირის თავზე გადაუწურეთ წყალი და ისევ დააყარეთ სამი კოვზი მარილი, ისევ შეავსეთ წყლით. დააფარეთ სახურავი და შეინახეთ. მზად არის, გემრიელად მიირთვით“ - მაია ბუაძე.
კავკასიური წესით მომზადებული მთელ-მთელი ნივრის მწნილი ზამთრისთვის - მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ