როგორ მოვამზადოთ საქონლისა და ღორის კუჭისგან შილდანი ( ყველის დედა ) – რჩევები მკითხველებისგან - Gemrielia.ge

როგორ მოვამზადოთ საქონლისა და ღორის კუჭისგან შილდანი ( ყველის დედა ) – რჩევები მკითხველებისგან

 

 

იცოდით, რომ საქონლის კუჭიდან შესაძლებელია შილდანის მომზადება? ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრები გასწავლიან როგორ: 

 

 

კუჭიდან აკეთებენ, ჯერ უნდა გახმეს კარგად დამარილებული. შემდეგ ჩადეთ ქილაში, დაუმატეთ ცოტა შაბი, ხორბლის მარცვალი, სიმინდის მარცვალი, ლობიოს მარცვალი, ძმარი, შაქარი და დაასხით შრატი. დადგით მზეზე, რომ დადუღდება უკვე მზად არის – დოდო ქიმერიძე.

 

 

 

საქონლის კუჭი კარგად გარეცხეთ, მხოლოდ ცივ წყალში (ცხელი არ შეიძლება ), წითელი ფენა არ მოაცალოთ, მხოლოდ კარგად გარეცხეთ, დააყარეთ ბლომად მარილი, გააჩერეთ რამდენიმე დღე, შემდეგ დაასხით შრატი, 2 პატარა ნატეხი შაბი და 1 ჭიქა კარგი ძმარი დაასხით. დადგით თბილ და მზიან ადგილას, დედაჩემი აკეთებდა და ყოველთვის საუკეთესო ყველი ქონდა, თუ ბევრია კუჭი, მზეზე ჩამოკიდეთ, გაახმეთ, შემდეგ კიდევ გააკეთებთ – ლია სომხიშვილი.

 

 

 

 

 

ღორის ან ხბოს მაჭიკი გამოიყენეთ. კარგად გარეცხილი მაჭიკი დაამარილეთ და ჩამოკიდეთ გასაშრობად, ამის შემდეგ ჩამოიღეთ, ჩადეთ 3 ლიტრიან ქილაში, დაასხაით ნახევარი ლიტრა ძმარი, ერთ ჩაის ჭიქა ყველის მარილი, ქილა შეავსეთ შრატით (წაქით) დადგით გრილ ადგილზე და პერიოდულად მოურიეთ. როდესაც მაჭიკი ძირს დაიწყებს წასვლას, საკიდელი მზადაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ – თიკო გაბისიანი.

 

 

 

კარგად გარეცხეთ საქონლის კუჭი, გააცლეთ ზედმეტი რაღაცები, შემდეგ ერთი ღამით დატოვეთ ძმარში, სუნი რომ დაეკარგოს, შემდეგ ისევ გარეცხეთ კარგად, მოათავსეთ 3 ლიტრიან შუშის ქილაში, დაუმატეთ 1 ჭიქა მარილი, 1ჭიქა ძმარი, ლიმონის 2 თხელი ნაჭერი (არომატისთვის) და ბოლოს შეავსეთ შრატით. ასე მომზადებულს არ აქვს სუნი და გამოდის ძალიან გემრიელი ყველი“ – თიკა მაღალდაძე.

 

 

 

 

არის თუ არა შესაძლებელი ყველის კვეთის გარეშე ამოყვანა და რითი შეიძლება ჩანაცვლდეს ის