თუ გინდათ, რომ ტკბილი მაწონი გამოგივიდეთ... - გიზიარებთ 3 გამოცდილ რჩევას - Gemrielia.ge

თუ გინდათ, რომ ტკბილი მაწონი გამოგივიდეთ... - გიზიარებთ 3 გამოცდილ რჩევას

თუ გინდათ, რომ ტკბილი მაწონი გამოგივიდეთ, 3 გამოცდილ რჩევას მოგცემთ, რომლებიც გემრიელიას ფეისბუკჯგუფში მეგობრებმა გაგვიზიარეს.

 

რჩევა #1 მაწვნის დედას ქილაში რომ მოათავსებთ და რძეს დაასხამთ, ქილა მხოლოდ გვერდებზე შეფუთეთ, თავი არ შეუფუთოთ, მხოლოდ თავსახური დააფარეთ (და არ დაახუროთ, უბრალოდ დაადეთ).

 

რჩევა #2 არა თბილი, არამედ ცხელი რძე დაასხით და ისე შეადედეთ.

 

რჩევა #3 არაჟნით შეადედეთ და სიმჟავე საერთოდ არ ექნება (ოღონდ, არც ტრადიციული მაწვნის გემო არ ექნება და გაითვალისწინეთ).

 

ასევე დაგაინტერესებთ: „მაწვნის დედა გამდინარე წყალში გარეცხეთ“ - უჩვეულო მეთოდი, რომელიც უკვე ათასობით ადამიანმა მოიწონა

 

მთავარი ფოტოს წყარო: GeorgianJournal.ge