არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი, წმენდს სისხლძარღვებს, ამცირებს ძვლის ტკივილს... - წაიკითხეთ ყველაფერი ამ უნიკალური ბოსტნეულის შესახებ
სატაცური (Asparagus) – მცენარეთა გვარი სატაცურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, ძალზე დატოტვილი ბალახები, ნახევრად ბუჩქები და ლიანებია. მათი ფოთლები რედუცირებულია ქერქლებად, რომელთა უბეში ჯგუფ-ჯგუფად სხედან ნემსისებრი კლადოდიუმები (სახეცვლილი ღეროები). ზოგ სახეობას ფილოკლადიუმიც აქვს. ყვავილი პატარაა, ხშირად ცალსქესიანი. ნაყოფი კენკრაა. 300-მდე სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უმთავრესად მშრალი ჰავის პირობებში. საქართველოში გვხვდება მხოლოდ 3. სამეურნეო მნიშვნელობა აქვს სამკურნალო სატაცურს (Asparagus officinaltis). იგი ფართოდაა გავრცელებული.
სატაცური ღირებული საკვებია ორგანიზმისთვის, თუ სწორად გამოვიყენებთ. ასევე, იცავს ორგანიზმს იცავს მავნე მიკროორგანიზმებისგან.
ფსიქოლოგიურ დაავადებების წინააღმდეგ ეფექტურია - კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ექიმები გვირჩევენ რაციონში სატაცურის შეყვანას, მით უმეტეს, თუ ფსიქოლოგიური პრობლემები გვაწუხებს!
წმენდს სისხლძარღვებს - მისი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დადებითი თვისებაა. სეზონზე სატაცურის მირთმევით სისხლძარღვები 70% გასუფთავდება მავნე ნივთიერებებისგან!
ნიორში მოთუშული სატაცური ტაფაზე (რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს)
გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ - წყლული კუჭის მტერია. თუმცა ხალხური მეთოდით, სატაცურს შეუძლია განგკურნოთ, რა თქმა უნდა, თუ ჯანმრთელი ორგანიზმის პატრონი ხართ!
გაციების და გრიპის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა - ზამთარში სატაცური ჭირს, თუმცა მისი შენახვა მარტივად შეგიძლიათ ზამთრამდე, რათა ზამთარში გაციების წინააღმდეგ ეფექტურია. სატაცური ანადგურებს ბაქტერიებს!
ამცირებს ძვლის ტკივილებს - თუ ფიზიკურად მუშაობთ და ხშირად გაწუხებთ ძვლების ტკივილი, მაშინ სატაცური ამ პრობლემის აღმოფხვრაშიც დაგეხმარებათ!
ვიტამინები - არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. შეიცავს A, B, C ვიტამინებს და ბოჭკოებს. დაბალი პროცენტით კარბონიტრატს.