კენკრა, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინია − ექიმები გვირჩევენ, აუცილებლად მივიღოთ მოცხარი - Gemrielia.ge

კენკრა, რომელშიც ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინია − ექიმები გვირჩევენ, აუცილებლად მივიღოთ მოცხარი

შავ მოცხარში ყველაზე დიდი რაოდენობით C ვიტამინია. დღეში მხოლოდ 20 გ შავი მოცხარი საკმარისია ორგანიზმისთვის ასკორბინის მჟავის მისაღებად.

 

თუმცა, გარდა ამისა ეს კენკრა ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე აქამდე ვიცოდით. გადამუშავებული სახითაც კი მოცხარი სავსეა პექტინით, ვიტამინებით E, K, B და PP, ასევე რკინით, თუთიით, ფოსფორით, მაგნიუმით, კალიუმითა და ნატრიუმით. რისთვის არის ეს საჭირო? დაწვრილებით მოგიყვებით.

 

 

ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობის წყალობით მოცხარი შემდეგ თვისებებს ფლობს:

 

ამაღლებს იმუნიტეტს

 

დაბლა წევს სიცხეს

 

მატებს ტონუსს

 

არის შესანიშნავი ანტისეპტიკური საშუალება

 

ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას

 

ხელს უშლის ორგანიზმში სითხის დაგროვებას

 

ამშვიდებს ნერვულ სისტემას

 

არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას

 

 

უკუჩვენებები:

 

კენკრის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული გასტრიტის დროს, მაღალი მჟავიანობისას, თრომბოფლებიტის დროს და ჰეპატიტის შემთხვევაში. ფრთხილად უნდა მიიღოთ ეს კენკრა იმ ადამიანებმა, ვინც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინფარქტი ან ინსულტი.

 

ზაფხულში, მოცხარის სეზონზე, არა მხოლოდ ცოცხლად უნდა მიირთვათ გემრიელი კენკრა, არამედ შეინახოთ ზამთრისთვის, გაყინოთ, ან მოამზადოთ მისგან რაიმე გემრიელი, მაგალითად: მურაბა, ჯემი, ნამცხვარი ან ლიქიორი.