არ გაბედოთ ნესვის ჭამა, თუ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს! - Gemrielia.ge

არ გაბედოთ ნესვის ჭამა, თუ... - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

ნესვი გემრიელი ხილია, რომელიც არაერთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მისი ჭამისგან თავი უნდა შევიკავოთ.

 

არ შეიძლება ნესვის მირთმევა სხვა საკვებთან ერთად! ის აუცილებლად ჭამიდან ჭამამდე, შუალედში უნდა მიირთვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მონელება გაგიჭირდეთ. არ არის სასურველი ნესვის ჭამა უზმოზე.

 

გაითვალისწინეთ, რომ ნესვი მავნებელია:

 

რძის ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად, რადგან საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციურ დარღვევებს იწვევს;
 

მეძუძური დედებისათვის, რადგან შესაძლოა, ჩვილებში მონელების დარღვევას გაუწიოს პროვოცირება;
 

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს;
 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციური დაავადებების დროს;
 

გასტრიტით (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება) და წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის.

 

 

თუ ამ ჩამონათვალში თქვენი „სიმპტომები“ ამოიცანით, უმჯობესია ნესვის ჭამისგან თავი შეიკავოთ ან ძალიან მცირე ოდენობით მიიღოთ იგი.