როგორ ავარჩიო ნესვი? - 3 მარტივი ხრიკი და გაჭრის გარეშე მიხვდებით, მწიფეა თუ არა - Gemrielia.ge

როგორ ავარჩიო ნესვი? - 3 მარტივი ხრიკი და გაჭრის გარეშე მიხვდებით, მწიფეა თუ არა

ნესვი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია. იგი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით და, ამასთანავე, ძალიან გემრიელია. გაგიზიარებთ 3 მარტივ ხრიკს, რომელთა დახმარებითაც გაჭრის გარეშე მიხვდებით, მწიფე და გემრიელია თუ არა ნესვი.

 

1. მწიფე და გემრიელ ნაყოფს საოცარი სურნელი აქვს.

 

2. მწიფე ნესვი ხელის ოდნავ წამორტყმისას ყრუ ხმას გამოსცემს.

 

3. მწიფე ნესვის ქერქი ყუნწის საპირისპირო მხარეს მსუბუქი ზეწოლისას ოდნავ იზნიქება, განსხვავებით უმწიფარი ნაყოფის ქერქისაგან, რომელიც მკვრივი და არადრეკადია.

 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ავარჩიოთ საზამთრო