რა იწვევს კიტრის მწარე გემოს და შეიძლება თუ არა ასეთი კიტრის ჭამა
კიტრი მცენარეთა იმ ოჯახს მიეკუთვნება, რომელსაც საზამთრო და გოგრა (Cucurbitaceae). როგორც საზამთრო, ასევე კიტრიც ბევრ წყალს შეიცავს (თითქმის 95%). ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში კიტრით წახემსების შემთხვევაში თქვენ გაუწყლოვებას მარტივად გადაურჩებით.
კიტრი შეიცავს К, В, С ვიტამინებს, კალიუმს და მაგნიუმს, ამდენად, ის გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა წლის ნებისმიერ დროს და, განსაკუთრებით, სამუშაოთი გადატვირთულ დღეებში.
ბევრი ადამიანი თავს იკავებს კიტრის მიღებისგან მაშინ, როდესაც მას მწარე გემოს შეამჩნევს. რა იწვევს კიტრის მწარე გემოს და შეიძლება თუ არა ასეთი კიტრის ჭამა, ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული განმარტავს:
„კიტრის მწარე გემოს იწვევს მასში არსებული ნივთიერება - ტრიტერპენი - კუკუბიტაცინი. მცენარე მას ძლიერი სტრესის დროს წარმოქმნის, მაგალითად მაღალი ტემპერატურისა და მშრალი ნიადაგის პირობებში.
კუკუბიტაცინი წარმოადგენს ციტოტოქსიკურ ალკალოიდს, მცირე კონცენტრაციებში საფრთხეს არ ქმნის, მაგრამ ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსიკური სინდრომი“.
წაიკითხეთ: 9 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ კიტრი