თუ ეროვნული გამოცდები გადააგორეთ... - 6 ბუნებრივი საშუალება, რომ სტრესის შემდეგ დამშვიდდეთ - Gemrielia.ge

თუ ეროვნული გამოცდები გადააგორეთ... - 6 ბუნებრივი საშუალება, რომ სტრესის შემდეგ დამშვიდდეთ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე ცნობილია. ეს დიდი სტრესი წარსულში დარჩება, მაგრამ თქვენს გონებასა და ორგანიზმს მოდუნება და დამშვიდება ნამდვილად სჭირდება. ამიტომ დიდებსა და პატარებს გირჩევთ 6 ბუნებრივ საშუალებას, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად დაუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას.


1.    მწვანე ჩაი

 

მწვანე ჩაი მსოფლიოში ცნობილი დამამშვიდებელი საშუალებაა. იგი ისეთ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ტვინის ჯანმრთელობასა და სტრესის შემცირებას უწყობენ ხელს. ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი მყისიერად დაგამშვიდებთ და მოგადუნებთ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: მწვანე ჩაის დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ, 10 დღეში – 14-16 კგ. + ორგანიზმის გაწმენდა)

 

2.    შავი შოკოლადი

 

 

შოკოლადი ხელს უწყობს ადამიანებში სტრესის შემცირებას, რაც გამოწვეულია მისი ფლავონოიდებით, რომლებიც ძლიერი ანტიოქსიდანტებია. შეიძლება ითქვას, რაც უფრო მაღალია კაკაოს პროცენტი შოკოლადში, მით უფრო ბედნიერები ვართ.

 

3.    გვირილის ნაყენი

 

 

გვირილა შესანიშნავი თვისებების მატარებელი მცენარეა, რომლის დახმარებითაც მკურნალობენ როგორც ბავშვებს, ისე უფროსებს. სხვათა შორის, თაფლთან ერთად კომბინაციაში, იგი არაჩვეულებრივი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.

 

4.    ნატურალური იოგურტი

 

 

ნატურალური იოგურტი არაერთ ისეთ ჯანსაღ ბაქტერიას შეიცავს, რომლებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც დღეში 125 გრამ იოგურტს მიირთმევენ, უკეთ აკონტროლებენ ემოციებს და შფოთვაც ნაკლებად აწუხებთ.

 

5.    კურკუმა

 

 

ეს აღმოსავლური სანელებელი შეიცავს კურკუმინს - ნაერთს, რომელიც ტვინს ნორმალურ მუშაობაში ეხმარება, ხელს უშლის შფოთვასა და ბრაზს. ერთი არასრული კოვზი კურკუმა თბილ რძეში გახსენით და მიირთვით, სიმშვიდეს მალევე იგრძნობთ.

 

6.    ორაგული

 

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

 

ორაგული მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია აგრეთვე მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E Dდა PP ვიტამინები. D ვიტამინისა და ომეგა 3-ის შემცველობა ორაგულს სტრესთან ბრძოლის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად აქცევს.