ჯენიფერ ენისტონი 53 წლის გახდა - წაიკითხეთ მისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო - Gemrielia.ge

ჯენიფერ ენისტონი 53 წლის გახდა - წაიკითხეთ მისი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლო

არაერთი დასამახსოვრებელი როლის გარდა ჯენიფერ ენისტონი მისი გასაოცარი ახალგაზრდული გარეგნობითა და იდეალური ფიზიკური ფორმით არის ცნობილი. მსახიობი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სწორი კვებისა და ვარჯიშის რეჟიმის დამსახურებაა.


 


ენისტონი არ უარყოფს, რომ ბევრი ცნობილი დიეტა უცდია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც  ჯანსაღ დიეტას, ანუ ბალანსირებულ კვებას ანიჭებს უპირატესობას.


 



 

საკვები

 


ენისტონი მეტისმეტი შეზღუდვების მომხრე არ არის, ამიტომ საკუთარ კვების რეჟიმში მკაცრ წესებს არ მისდევს, არ აქვს აუცილებელი ან აკრძალული საკვები. თუმცა ცდილობს ისეთი საკვები მიიღოს, რომელიც როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა.


 


ენისტონი, პირველ ყოვლისა, ისეთ საკვებს ანიჭებს უპირატესობას, რომელთაც მაღალი ნუტრიციული ღირებულება აქვთ, მაგალითად: ხილი, ბოსტნეული, ასევე, ცილებით, ნახშირწყლებითა და ჯანსაღი ცხიმებით გამდიდრებული საკვები.


 


მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი შეზღუდვების მომხრე არ არის, მაინც შეზღუდული ოდენობით მიირთმევს დამუშავებულ საკვებსა და ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, ამიტომ თავს არიდებს ხოლმე კანფეტებს, ტკბილეულსა და დესერტებს.


 


სხვათა შორის, ენისტონი თავადაც ამზადებს გემრიელ კერძებს, შეიკებს, რომელთა ვიდეოებსაც ინსტაგრამის გამომწერებს უზიარებს ხოლმე.


 


მართალია, ენისტონი მკაცრი შეზღუდვების მოყვარული არ არის, მაგრამ ზოგჯერ ე. წ. 16-საათიან დიეტას მიმართავს. ამ დიეტის მიხედვით, ადამიანი საკვებს მხოლოდ 8 საათის განმავლობაში იღებს, დანარჩენი 16 საათი კი არაფერს არ ჭამს. ეს იმას ნიშნავს, რომ ენისტონი სადილის შემდეგ წყვეტს საკვების მიღებას მომდევნო დღის საუზმამდე.


 



 

საკვები, რომელთაც ენისტონი მიირთმევს:

 

•    ხილი: კენკრა, ვაშლი, ბანანი, ატამი, ქლიავი, კივი


•    ბოსტნეული: ისპანახი, კომბოსტო, ბროკოლი, ნიახური, პომიდორი, სოკო, ტკბილი კარტოფილი


•    ცილები: ქათამი, ინდაური, კვერცხი, ძროხის ან ღორის უცხიმო ნაჭრები


•    მარცვლეული: ქინოა, კუსკუსი, შვრია, ყავისფერი ბრინჯი, მაკარონი


•    თხილი: ნუში, ნიგოზი, კეშიუ, ფისტა, ავსტრალიური ნიგოზი


•    გოგრის თესლი, სელის თესლი, ჩიას თესლი, მზესუმზირის თესლი


•    რძის პროდუქტები: იოგურტი, უცხიმო რძე, ყველი


•    ჯანსაღი ცხიმები: ზეითუნის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ავოკადო


•    სასმელები: წყალი, ყავა, ჩაი, ნიახურის წვენი


 



 

საკვები, რომელთაც ენისტონი თავს არიდებს

 


როგორც აღვნიშნეთ, ჯენიფერ ენისტონი ზედმეტად თავს არ იზღუდავს, თუმცა მაინც ცდილობს დამუშავებულ და შაქრის მაღალი შემცველობის საკვებს მოერიდოს:


 


•    დამუშავებული საკვები: გაყინული კერძები, კარტოფილი ფრი, ჩიფსები, ნამცხვრები, სწრაფი კვების პროდუქტები, ზეთში შემწვარი საკვები


•    ტკბილეული: ცომეული, ორცხობილები, ნამცხვრები, ტკბილეული, ნაყინი


•    სასმელები: ხილის წვენი, ტკბილი ჩაი, გაზიანი და ენერგეტიკული სასმელები


•    შაქარი: თეთრი და ყავისფერი შაქარი, ნეკერჩხლის სიროფი, თაფლი, ხელოვნური დამატკბობლები.


 



 


ამდენად, სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი და ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი უპირატესობას ანიჭებს მაღალი ნუტრიციული ღირებულების მქონე, დაუმუშავებელ, ნედლ საკვებს: ხილს, ბოსტნეულს, მთელი მარცვლით მომზადებულ პროდუქტებს. მსახიობი თავს არიდებს დამუშავებულ, ბევრი ცხიმისა და შაქრის შემცველ საკვებს, რაც მას ჯანმრთელობისა და იდეალური გარეგნობის შენარჩუნებაში ეხმარება.