თურმე, აქამდე ნიორს არასწორად ვჭრიდით? - არანაირი დანა და საჭყლეტი - Gemrielia.ge

თურმე, აქამდე ნიორს არასწორად ვჭრიდით? - არანაირი დანა და საჭყლეტი

ქართულ კულინარიაში იშვიათია კერძი, რომელსაც ნიორს არ ვუმატებთ. თითქოს, ყველაზე რთული მისთვის კანის მოშორებაა და არაერთი მეთოდი ვიცით ნივრის იოლად გასაფცქვნელად, მაგრამ დღეს მისი დაჭრის მარტივ მეთოდს გაგიზიარებთ.

 

თანამედროვე დიასახლისები ნიორს ან დანით ჭრიან, ან საჭყლეტით, ზოგი ჩოპერში აქუცმაცებს, ამდენად, სულ მცირე, ერთი ხელსაწყო მაინც ბინძურდება. გარდა იმისა, რომ საჭრელი დაფის, დანის, საჭყლეტისა თუ ჩოპერის გარეცხვა გიწევთ, მათთვის სუნის მოშორება საკმაოდ რთულია. ამის გამო დიასახლისების ნაწილს მხოლოდ ნივრისთვის ცალკე დანაც კი აქვს.

 

იმისათვის, რომ ზედმეტი არაფერი დაისვაროს, ერთ ასეთ ხერხს შემოგთავაზებთ.

 

1. ნიორი გაფცქვენით და ცელოფანზე დააწყვეთ. 

 

  

 

2. თავზეც ცელოფანი დაადეთ.

 

 

3. ჩაქუჩი ან როდინი ურტყით, რომ ნიორი დაქუცმაცდეს.

 

 

4. თუ ამოატრიალებთ და მეორე მხრიდანაც დაჭყლეტთ, უკეთესი იქნება.

 

 

5. ასე დაჭყლეტილი ნიორი იდეალურია კერძებისა თუ სოუსებისთვის. რაც მთავარია, ყველა ხელსაწყო სუფთაა და დროც მნიშვნელოვნად დაიზოგა.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ იღებს ნიორი მწვანე ფერს და შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება