ეს ნიღბები თქვენს თმას საგრძნობლად გაზრდის და ახალ სიცოცხლეს შესძენს
დღეს გაგიზიარებთ მდოგვის ნიღბების რეცეპტს, რომლებიც თქვენს თმას სიცოცხლეს შესძენს და საგრძნობლადაც გაზრდის სიგრძეში. ჩაინიშნეთ და მოამზადეთ თქვენთვის სასურველი, შემდეგ კი შედეგები გაგვიზიარეთ.
შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩ.კ მდოგვის ფხვნილი, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და 1 ს.კ მაიონეზი. ნიღაბი მშრალი, დაუბანელი თმის ძირებში უნდა წაისვათ და მთელ სიგრძეზე გადაანაწილოთ. თავზე შხაპის ქუდი დაიხურეთ და 30-40 წუთი გაიჩერეთ. შესაძლოა იგრძნოთ მსუბუქი წვა. თუ წვა უფრო ძლიერია, შემდეგში მდოგვის დოზა შეამცირეთ, ხოლო თუ წვას ვერ გრძნობთ, პირიქით, დოზა გაზარდეთ. ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ, 1 თვის განმავლობაში უნდა გააკეთოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: დაფნის ფოთლები ცხიმიანი, ნორმალური და ხვეული თმისთვის - როგორ მოვამზადოთ ნაყენი და ნიღბები სახლის პირობებში
მეორე რეცეპტის მიხედვით, 1 ს.კ მდოგვის ფხვნილს 1 ს.კ ალოეს წვენი, 1 ს.კ კონიაკი და 2 ს.კ ცხიმიანი ნაღები უნდა დაამატოთ. მზა მასაში გახსენით 2 კვერცხის გული და მთლიან თმაზე კარგად შეიზილეთ. შემდეგ თმაზე ქუდი დაიხურეთ და 30 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თავს ჩვეულებრივად ჩამოიბანთ.
თმის ზრდას ხელს უწყობს შემდეგი ნიღაბიც: 1 ჩ.კ მშრალი მდოგვი, 2 ს.კ ხახვის წვენი და 1 ს.კ ნივრის წვენი უნდა შეურიოთ და თმაზე შეიზილოთ. 60-80 წუთის შემდეგ კი ჩვეულებრივად, შამპუნით ჩამოიბანოთ.
უნდა აღინიშნოს, რომ ნიღბები არც ისე სასიამოვნო სურნელით გამოირჩევა, ამიტომ უმჯობესია საღამოობით გაიკეთოთ, როცა სახლიდან გასვლას აღარ აპირებთ.