როგორ ვიანგარიშოთ, რამდენი ლიტრი ბადაგი დასჭირდება 10 ცალ ჩურჩხელას - Gemrielia.ge

როგორ ვიანგარიშოთ, რამდენი ლიტრი ბადაგი დასჭირდება 10 ცალ ჩურჩხელას

შემოდგომა ბადაგის მოდუღების, მისგან თათარას მომზადებისა და ბოლოს ჩურჩხელების ამოვლების გარეშე წარმოუდგენელია. გამოცდილი დიასახლისებიც კი ხშირად ინტერესდებიან, რამდენი ლიტრი ბადაგი უნდა ვივარაუდოთ, მაგალითად, 10 ცალი ჩურჩხელასთვის.

 

ზოგადად, ბადაგის რაოდენობა იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, თუ რამდენი, რა ზომისა თუ სისქის ჩურჩხელის ამოვლება გვსურს. მაგალითად, ერთი ლიტრი ბადაგისგან  6-7 ცალი სტანდარტული ზომის ჩურჩხელა კეთდება.

 

 

ვინც ჩურჩხელებს დიდი ოჯახისთვის ან გასაყიდად ამზადებს, თათარასაც ბევრს ამზადებს. მაგალითად, 10 ლ ბადაგისგან მომზადებული თათარა 75 ცალ მსხვილლებნიან ჩურჩხელას ავლებს. თუკი ძალიან სქელს არ გააკეთებთ, საჭმელადაც დაგრჩებათ.

 

სხვანაირად რომ ვიანგარიშოთ, 10 ცალ ჩურჩხელაზე 2 ლიტრი ბადაგის თათარაა საჭირო. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი სტანდარტული ზომისა და სისქის ჩურჩხელა გსურთ.

 

თქვენ როგორ საზღვრავთ ბადაგისა და თხილეულის პროპორციებს?