„ჯემი გამომივიდა წყალწყალა, როგორ გავასქელო?“ - რამდენიმე რჩევა გამოცდილი დიასახლისებისგან
ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე პერიოდი საუკეთესო დროა ჯემებისა და მურაბების მოსამზადებლად. გამოცდილი დიასახლისები ყოველწლიურად უამრავ ქილას ავსებენ გემრიელი ნუგბარით, მაგრამ ყოველთვის ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად, ჯემი იმაზე მეტად თხელი გამოდის, ვიდრე უნდა იყოს. მის გასასქელებლად რამდენიმე მეთოდს გაგიზიარებთ. თითქოს, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ გამოუცდელ დიასახლისებს განსაკუთრებით დაეხმარებათ.
1. ადუღეთ
მარტივი რჩევაა, არა? შეუძლებელია დუღილმა არ უშველოს, ჯემი აუცილებლად გასქელდება. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად დაბალ ცეცხლზე უნდა დადგათ და შიგადაშიგ ურიოთ, რომ არ მიიწვიას. კარგი იქნება, თუკი გამანაწილებელს გამოიყენებთ.
ასევე დაგაინტერესებთ: ჟელატინი, აგარ-აგარი, პექტინი, სახამებელი... - გაიგეთ, რომელი შემასქელებელი რისთვის გამოიყენება
2. სახამებელი
თუკი ბევრი დრო არ გაქვთ და საათობით ხარშვას ვერ ასწრებთ, სხვა მეთოდს შემოგთავაზებთ: კარტოფილის სახამებელი ცოტა წყალში გახსენით და დუღილის დროს სწრაფი მორევით დაუმატეთ ჯემს. მასა სწრაფად გასქელდება. რამდენიმე წუთში გადმოდგით.
3. პექტინი
სახამებლის გარდა შესასქელებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პექტინი ან კვიტინი. ორივე მათგანი გამასქელებელია და მაღაზიებში იყიდება. რაოდენობა შეფუთვაზე დაწერილი აღწერილობის მიხედვით შეარჩიეთ.
თქვენ როგორ ასქელებთ ხოლმე ჯემებს?