„ერთხელაც გავბედე გაკეთება და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთესი გამომდის“ – სახალისო ისტორია და რეცეპტი ჩვენი მკითხველისაგან - Gemrielia.ge

„ერთხელაც გავბედე გაკეთება და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთესი გამომდის“ – სახალისო ისტორია და რეცეპტი ჩვენი მკითხველისაგან

 

ყველას გვაქვს ერთი, ან რამდენიმე გამორჩეული დესერტი, რომელმაც ბავშვობაში შეგვაყვარა თავი და დღემდე ტკბილად ვიხსენებთ, თუ არის საშუალება, მივირთმევთ კიდეც. სწორედ ასეთ ისტორიას იხსენებს ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრი, მარიამ ღვინჯილია:

 

 

„ „მედოკი“ ჩემთვის ნამცხვრების მეფეა, ბავშვობიდან მოყოლებული ვგიჟდები, სულ პირველად, მეხუთე კლასში ვიყავი რომ გავაკეთე. ისეთი გამომივიდა, კედლისთვის რომ გესროლათ – გატეხავდა, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი. მას მერე, ცოტა არ იყოს, სულ მეშინოდა გამოცხობა, ერთხელაც გავბედე გაკეთება და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთესი გამომდის. ეს კი იმიტომ მოვაყოლე,რომ ვინც ეხლა ფოტოს ნახავთ და გაიფიქრებთ, ამას ვერ გავაკეთებო, დამიჯერეთ, შეუძლებელი არაფერია. 

 

 

 

 

მის უდიდებულესობა მედოკი ჩემი სამზარეულოდან: 

 

 

4 კვერცხი და 300გრ შაქარი ავთქვიფოთ, შემდეგ მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე, ვუმატებთ 250 გრ მარგარინს (მე ყვითელ ონას ვხმარობ) 3 ს/კ თაფლს. ცალკე გავხსნათ 1ჩ/ კ სოდა და 1 ს/ კ ძმარი, დავუმატოთ მასას, ორთქლის აბაზანაზე დავტოვოთ 15-20 წუთით, ვურიოთ განუწყვეტლივ, გადმოვდგათ და დავუმატოთ 1კგ ფქვილი. მასა გავაცივოთ, მე გამოვიყენე 24 სმ რგოლი, დავყავი 8 ფენად თხელი ფირფიტები, თუ გინდათ უფრო მეტიც გამოვა, დაახლოებით 14 ფენა, 2–3 წუთში ცხვება და აკონტროლეთ რომ არ დაგეწვათ. კრემი მოხარშული ფაფით გავაკეთე.“

 

ასევე, დაგაინტერესებთ – „მე-5 დღე დგებოდა, რაც დედა არ იყო სახლში..“ - სახალისო ისტორია და მარტოობის შედეგად შექმნილი კერძის რეცეპტი

 

შემოგვიერთდით ჩვენს მეგობრულ ფეისბუქჯგუფში, გაგვიზიარეთ თქვენი ისტორიები და რჩევები.