წმინდავს ნაღველს, შველის ხველას, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი – შტოში და მისი მომზადების რამედენიმე მეთოდი გამოცდილი დიასახლისებისგან - Gemrielia.ge

წმინდავს ნაღველს, შველის ხველას, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი – შტოში და მისი მომზადების რამედენიმე მეთოდი გამოცდილი დიასახლისებისგან

 

შტოში, კოწახური, ბარბაროსი, აპლიპიხა და კიდევ სხვა მრავალი სახელით მოიხსენიებენ ამ მცენარეს. მისი ნამდვილი სახელი შტოშია, გამოირჩევა ვიტამინებითა და სავსე მინერალებით. არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი.

 

ჩვენი ფეისბუქჯგუფის წევრები გვიზიარებენ ნაცად და სასარგებლო რეცეპტებს: 

 

შტოშის საწებელი

 

ინგრედიენტები:

 

3 კგ მწიფე შტოში

3-4 კბილი ნიორი

1 პატარა კონა ქინძი

1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

ცოტა ომბალო

მარილი გემოვნებით

დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით.

 

მომზადება:

 

„შტოში მოვხარშოთ, გავატაროთ საცერში. ქინძი, ომბალო, ნიორი გავატაროთ ხორცაკეპ მანქანაში. მიღებული მასა შევურიოთ შტოშის მასას. დავუმატოთ ხმელი ქინძი, მარილი, წიწაკა და ავურიოთ კარგად. მოვადუღოთ და ჩავასხათ ქილებში“ - ია მდინარაძე ასათიანი.

 

 

 

„1 ჭიქა ნაყოფს დაასხით 1ლიტრა ადუღებული წყალი, 2 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და 100 გრ დალიეთ ჭამის წინ, თბილი. ჩიყვს უხდება, ნაღველს წმინდავს, ხველებისთვის არის კარგი. ჩიყვზე ვცადე, 5 დღე და მე მიშველა“  – თამარ მატიაშვილი.

 

 

„კოწახური უმად რთული გასახეხია, ამიტომ მე ცოტა წყალში ოდნავ წამოვხარშავ და ასე უკეთესი გასახეხია. შაქართან ერთად ძალიან კარგი და გემრიელი ჯემი გამოდის ( სინის საცერში უნდა გაცხრილო, კურკები გამოაცალო და მერე გაუკეთო შაქარი ). გაამოთ“ – ლამარა კუბანეიშვილი

 

 

„ამას აჭარაში აპლიპიხას ეძახიან. მე ჯემს ვაკეთებ. ცოცხლად ვხეხავ, შაქარს ვაყრი და ვადუღებ“ – ციცო გოგოლაძე

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: შტოში – საოცარი კენკრა, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს