მე მაქვს 1 საიდუმლო, რომლის დამსახურებითაც ყველაზე ფანტია ბრინჯი გამომდის - Gemrielia.ge

მე მაქვს 1 საიდუმლო, რომლის დამსახურებითაც ყველაზე ფანტია ბრინჯი გამომდის

რამდენიმე ათასწლეულია, რაც ბრინჯი კაცობრიობის დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი ძირითადი და საყვარელი  საკვებია. ისტორიკოსების აზრით,  ბრინჯი  პირველად საკვებად გამოიყენეს უძველესმა ჩინელებმა ჩვენს ერამდე 3 წლის წინ, საიდანაც გავრცელდა ინდოეთში, სადაც გამოიყვანეს სხვა ჯიშის სახეობებიც. შემდგომში ბრინჯმა დაიპყრო აზიის კონტინენტი და მსოფლიო. დღეს ითვლება, რომ იგი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი არა მარტო გემოვნური თვისებებით, არამედ სარგებლიანობის მხრივაც, ვინაიდან  ბრინჯში არის ნახშირწყლების მაღალი შემადგენლობა, ცილების ნაკლები შემცველობა და რაც მთავარია, ცხიმის ელემენტები და არა თავად ცხიმი, რის გამოც საუკეთესოა გასახდომი დიეტის   დროს. ბრინჯი შეიცავს В ჯგუფის ვიტამინებს, Е ვიტამინს, საჭირო მინერალებს, მიკროელემენტებს.

 

სანამ კერძის მომზადებას დავიწყებდეთ,  ბრინჯი სწორად უნდა მოვამზადოთ. თუკი ფაფას არ ამზადებთ, დარწმუნებული ვართ, არ გსურთ, რომ თქვენი ბრინჯი ჩაიხარშოს და ისე დარბილდეს, რომ ვეღარ მიირთვათ. ბრინჯი სალათებში, ფლავში თუ უბრალოდ გარნირად სასურველია ფანტია იყოს, ამისათვის კი მისი სწორად მომზადება უნდა იცოდეთ.

 

 

„გემრიელიას“ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ტატიანა კვეკვესკირი გვიზიარებს თავის მეთოდს, რომლის დამსახურებითაც ყველაზე ფანტია ბრინჯი გამოსდის:

 

„ბრინჯს კარგად გავრეცხავ, წყალი გამჭირვალე უნდა იყოს. დავასხამ წყალს (1 ჭიქა ბრინჯზე - 2 ჭიქა წყალი), ვუმატებ მარილს და ზეითუნის ზეთს. რომ წამოდუღდება, გამოვრთავ და რომ გაცივდება, ისევ დაბალ ცეცხლზე 2-3 წთ ვამზადებ. ასე ბრინჯი ფანტია გამოდის.“

 

თქვენ რა საიდუმლო გაქვთ?