myquiz

რატომ ვადუღებთ საცივს? - როგორი პასუხი აქვს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელს ამ შეკითხვაზე - ირაკლი ბერიძის სახალისო პოსტი - Gemrielia.ge

რატომ ვადუღებთ საცივს? - როგორი პასუხი აქვს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელს ამ შეკითხვაზე - ირაკლი ბერიძის სახალისო პოსტი

უნდა ავადუღოთ თუ არა საცივი? - ეს არის შეკითხვა, რომლის გამოც დიასახლისები შეიძლება მტრად გადაეკიდონ ერთმანეთს.

 

 

ქართული საახალწლო სუფრის ტრადიციულ კერძს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად ამზადებენ. მაგალითად, როგორც ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი ქეთევან ადეიშვილი აღნიშნავს, სამეგრელოში საცივი ძალიან ჰგავს ბაჟეს, რიგ შემთხვევაში მას ბულიონის ბაზაზე ამზადებენ, უმატებენ უცხო სუნელს, ხმელ ქინძს, მიხაკ-დარიჩინს, შეიძლება მის გარეშეც მოამზადონ. მეგრული საცივი ქათაქათა თეთრი ფერისაა და აუცილებლად ირთვება ნიგვზის ზეთით. მისი მომზადება მთელი რიტუალია და სადღესასწაულოდ მზადდება. იჭმება ცივად.

 

გურიასა და იმერეთში ცოტა განსხვავებული ვარიანტები არსებობს: ერთი რეცეპტის მიხედვით, ფრინველი, უმთავრესად - ინდაური, იხარშება ნაწილობრივ, შემდეგ იბრაწება და იჭრება ნაჭრებად. ცალკე იშუშება ხახვი, ემატება ბულიონში გახსნილი ნიგვზის მასა, სანელებლებიდან ემატება მიხაკ-დარიჩინი,  ზოგ შემთხვევაში - ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი. ამ სოუსში იდება დაჭრილი, შემწვარი ხორცი და ერთხელ წამოდუღდება, იჭმება ცივად.

 

მეორე ვარიანტში ხორცი იჭრება, ხახვთან ერთად იშუშება და შემდეგ ემატება დანარჩენი ინგრედიენტები. ზოგ რეცეპტში შედის სიმინდის ცოტაოდენი ფქვილი ან კვერცხის გული.

 

„გემრიელიას“ ჯგუფის წევრი, შეფი ირაკლი ბერიძე ამ საკითხთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს:  

 

რატომ ვადუღებთ საცივს?

 

იმერლები: იმიტომ ,რომ ასე უფრო გემრიელია

 

მეგრელები: ადუღებული საცივი ხარჩოა

 

გურულები: საცივი საერთოდ ჩვენია

 

აჭარლები: საცივს უნდა ჭადის ფქვილი

 

კახელები: ჯერ მაქეთ მორიგდით და მერე ჩვენ ვიტყვით!

 

თქვენი აზრი დაგვიტოვეთ კომენტარებში. ასევე დაგაინტერესებთ:

 

 "საცივს ადუღება არ სჭირდება" - მეგრული საცივი გამოცდილი დიასახლისისგან

 

რა განსხვავებაა ბაჟესა და საცივს შორის? - ეს ბევრმა არ იცის!