„5 წლის წინანდელი თაფლი მაქვს, შეიძლება თუ არა მისი ჭამა?“ - როგორ მივხვდეთ, რომ თაფლი დაძველდა და რაში გამოვიყენოთ იგი - Gemrielia.ge

„5 წლის წინანდელი თაფლი მაქვს, შეიძლება თუ არა მისი ჭამა?“ - როგორ მივხვდეთ, რომ თაფლი დაძველდა და რაში გამოვიყენოთ იგი

მას შემდეგ, რაც ოჯახით ახალ ბინაში საცხოვრებლად გადავედით, 3-ლიტრიან თაფლს ქვედა თაროზე ვინახავ. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში რაოდენობა მოაკლდა, მაგრამ 5 წელი გავიდა. შესაძლებელია თუ არა ასეთი დაძველებული თაფლის გამოყენება? მეც ახლა დავფიქრდი.

 

ამბობენ, რომ თაფლი ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანია, რომელსაც შენახვის ვადა არ გააჩნია. თუმცა, წლების სვლასთან ერთად იგი გემოსა და სასარგებლო თვისებებს კარგავს. 

 

რამდენად უსაფრთხოა ჩვენი ორგანიზმისთვის ძველი თაფლი და როგორ განვსაზღვროთ ვარგისიანობა?

 

 

თაფლის ვარგისიანობის დასადგენად ლაბორატორიული კვლევა არაა საჭირო. საკმარისია მისი ვიზუალის შეფასება. მაგალითად, თუ ზედაპირზე ქაფს ამჩნევთ ან მომჟავო სუნს გრძნობთ, თაფლი ადუღდა და მისი გასინჯვა მიზანშეწონილი არაა. დროის ფაქტორის გარდა, არასწორ პირობებში შენახულმა თაფლმაც შეიძლება ამ შედეგებამდე მიგვიყვანოს. დაიმახსოვრეთ, მშრალ, ცივსა და მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას უნდა შეინახოთ. თუ გამყარდა და სქელი მასა გახდა, ესე იგი ჩაშაქრდა და ეს ნორმალურია. 

 

დაგაინტერესებთ: როგორ დავადგინოთ ნატურალურია თუ არა თაფლი?

 

საშიშია თუ არა ძველი თაფლი?

 

5 წლის წინანდელი თაფლი სასარგებლო თვისებებით ახალ პროდუქტს საგრძნობლად ჩამოუვარდება, თუმცა, ექსპერტების აზრით, არანაირი ზიანი არ მოაქვს.

 

სინამდვილეში, 5 წელი არაა ბევრი, თუ სწორად ინახება შეიძლება ათწლეულებსაც გაუძლოს. ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 25მლ ოქსიმეთილფურფურალი გამოიყოფა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში არაა. 

 

ასევე წაიკითხეთ: რაზე მეტყველებს თაფლის ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფი და შეიძლება თუ არა მისი საკვებად გამოყენება

 

როგორ გამოვიყენოთ თაფლი?

 

ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ, რომ თაფლი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა სჯობს სიფრთხილე გამოვიჩინოთ მის მიღებამდე, რადგან ძლიერი ალერგენია და ბევრ გლუკოზას შეიცავს. დღის განმავლობაში არაუმეტეს 2 ჩკ მიირთვით, უმჯობესია ახალი თაფლი, რადგან იგი გაჯერებულია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით.

 

 

არ იჩქაროთ ძველი თაფლის გადაგდება, რომელმაც გემო დაკარგა. მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გემრიელი მარინადის დამზადება. გარდა ამისა, აქტუალურია თაფლის ბაზაზე სკრაბების, პილინგისა და სახის ნიღბების დამზადება. ეს ყოველივე პრუდუქტის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.