არის თუ არა ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლო? - ნახეთ, როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ სწორად - Gemrielia.ge

არის თუ არა ყვავილოვანი კომბოსტო სასარგებლო? - ნახეთ, როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ სწორად


ყვავილოვანი კომბოსტო ბოსტნეულის იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც სასარგებლოცაა და თან მისი გამოყენება არაერთ კერძშია შესაძლებელი. ყვავილოვანი კომბოსტოს მთელი ზამთარი ხელმისაწვდომია, რაც საშუალებას გვაძლევს ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი ბოსტნეულის დანაკლისი გარკვეულწილად შევივსოთ.

 


ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს, მათ შორისაა C ვიტამინი. ამ ბოსტნეულის ყოველი ნაწილი, ღეროებიდან ფოთლებამდე, საკვებად ვარგისია. ძირითადი ნაწილი შეგიძლიათ მოხარშოთ ან შეწვათ, ზოგი უმადაც მშვენივრად მიირთმევს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ყვავილოვან კომბოსტოს აღარ ვხარშავთ! - და კიდევ 4 პროდუქტი, რომლებიც უმად უფრო სასარგებლოა

 

 

ჯიშები

 

 

ყვავილოვანი კომბოსტო თეთრი ყვავილებით  ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია, მაგრამ არსებობს სხვა ჯიშებიც, შეგიძლიათ იპოვოთ როგორც იასამნისფერი ყვავილოვანი კომბოსტო, აგრეთვე ოქროსფერი. 

 

შენახვა 

 

 

ყვავილოვანი კომბოსტო უნდა შეინახოთ მაცივარში,  სასურველია შუშის შესანახ ჭურჭელში. ახალი თავები ორ კვირამდე შეიძლება იყოს ვარგისიანი.  შეგვიძლია ასევე მისი გაყინვა და მოგვიანებით გამოყენება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: ყვავილოვან კომბოსტოს თუ შეამჩნევთ ლაქებს, ეს ნიშნავს იმას, რომ... - გეტყვით, როგორ შეარჩიოთ და შეინახოთ სწორად

 

რაში გამოვიყენოთ ყვავილოვანი კომბოსტო?
 

რეცეპტების სანახავად დააჭირეთ ფოტოს


ყვავილოვანი კომბოსტო შეგიძლიათ გამოიყენოთ წვნიანებსა და სალათებში. ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს რეცეპტი, რომლის მიხედვითაც მოწალული ყვავილოვანი კომბოსტო ტაფაზე იბრაწება და ბაჟეში იდება.

 

თქვენ როგორ ამზადებთ ყვავილოვან კომბოსტოს?

 

მოამზადა ია რომანაძემ