როგორ გავწმინდოთ ქვაბის თავსახურები მარტივად და ბიუჯეტურად? გიმხელთ 3 საიდუმლო მეთოდს
სუფთა ჭურჭლით საჭმლის მომზადება უფრო სასიამოვნოა, არა?
მიუხედავად იმისა, რომ ნივთებს ფრთხილად ვუვლით, ძნელად გასაწმენდი ადგილები აფუჭებს ჭურჭლის საერთო იერს. კარგია, რომ მივაგენით საიდუმლო მეთოდებს, თუ როგორ გავრეცხოთ ქვაბის, ან ტაფის თავსახური. რაც მთავარია, გასაწმენდად არ გჭირდებათ ძვირადღირებული პროდუქტები.
გიზიარებთ 3 მარტივი გზას
პეროქსიდი და სოდა
დაასხით პეროქსიდი ( ჟანგბადშემცველი ნაერთი) თავსახურის ზედაპირზე, გაანაწილეთ სითხე მთელ გარშემოწერილობაზე. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ მოაყარეთ სოდა. ჯერ უნდა გაიწმინდოს ლითონის ჯაგრისით, შემდეგ კი დანით. გამაგრებული ჭუჭყიც კი ადვილად გაიწმინდება. ბოლოს ჩამოიბანეთ თავსახური ჩვეულებრივი წყლით.
სოდის ხსნარი
აარჩიეთ დიდი ქვაბი, ადუღეთ წყალი და დაამატეთ 2 ს.კ. საცხობი სოდა. მოათავსეთ ჭუჭყიანი თავსახური ქვაბში და ადუღეთ სითხე 30 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, გაწმინდეთ ჭუჭყი მავთულის საწმენდით და ჩამორეცხეთ საფარი წყლით.
ლიმონი და ძმარი
პირველ რიგში, გაათავისუფლეთ თავსახური პლასტიკური ელემენტებისაგან, რომელიც შეიძლება დაზიანდეს ნაერთისაგან. დიდი ქვაბი გაავსეთ წყლით, მოათავსეთ თავსახური და დაამატეთ 1 ჭიქა 9%-იანი ძმარი და 25 გრამი ლიმონმჟავა. დაელოდეთ 30 წუთით და გაწმინდეთ მეტალის საწმენდით. ბოლოს ჩამორეცხეთ წყლით.
თუ მსგავს მეთოდებს ეძებ, მაშინ დაგაინტერესებს ეს სტატიებიც:
როგორ გავხეხოთ მიმწვარი ქვაბი და ტაფა ხახვისა და მარილის მეშვეობით?
"მარილი გემოვნებით" - ბებოს ნამზითვი ქვაბის ამბები