„ბრძოლის მრავალი გზა არსებობს, ზოგი იბრძვის, თქვენ დარწმუნდით, რომ ხალხი იკვებება“ - როგორ ეხმარება ცნობილი შეფ-მზარეული უკრაინელებს - Gemrielia.ge

„ბრძოლის მრავალი გზა არსებობს, ზოგი იბრძვის, თქვენ დარწმუნდით, რომ ხალხი იკვებება“ - როგორ ეხმარება ცნობილი შეფ-მზარეული უკრაინელებს

 

ხოსე ანდრესი და მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო უკრაინელ მოსახლეობას ეხმარებიან. 

 

ხოსე ანდრესი ესპანელ-ამერიკელი შეფმზარეულია, რომელმაც 2010 წელს დააარსა არაკომერციული ორგანიზაცია World Central Kitchen (WCK) - მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულო. ორგანიზაციის დაარსების დღიდან შემუშავებულია დამაჯერებელი გზა, რომ შეფი დაეხმაროს მთელ მსოფლიოს დიდი კატასტროფების ჟამს და დაზარალებულები საკვებით უზრუნველყოს. ჯერ კიდევ გასული კვირის დასაწყისში, ანდრესი სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა პოსტებს მადაგასკარში, ბრაზილიასა და ტონგაში საქველმოქმედო ღონისძიებების შესახებ. ხოლო შუა კვირაში უკრაინაში რუსეთის ჯარის ოფიციალურმა შეჭრამ შეფის ყურადღება მიიქცია. „ჩვენ დავდივართ პოლონეთში, რათა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ!“ - დაწერა შეფმა ტვიტერზე 25 თებერვალს.

 

 

ანდრესის გუნდმა უკვე მოასწრო უამრავი კარგი საქმის გაკეთება. სამზარეულო იმავე დღეს მივიდა უკრაინა-პოლონეთის საზღვართან და დაიწყო ზრუნვა ლტოლვილებისთვის კერძების მიწოდებაზე, რომლებიც სასწრაფო წესით ტოვებდნენ უკრაინას, გუშინ კი ანდრესი დაჰპირდა ხალხს, რომ უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის მობილიზებას უკრაინის მოსაზღვრე ნებისმიერ ქვეყანაში. 
„ჩვენ ვართ პოლონეთის საზღვრის გადაღმა, სხვადასხვა ადგილებში. უკვე ვკვებავთ ხალხს რუმინეთში,“ - თქვა ანდრესმა.

 

ანდრესი ასევე სთავაზობს ფინანსურ რესურსებს უკრაინელ მზარეულებს თანამემამულეების დასახმარებლად.

 

„ჩვენ ვუკავშირდებით სხვებს და ვეუბნებით: ბიჭებო, ბრძოლის მრავალი გზა არსებობს, ზოგი იბრძვის, თქვენ დარწმუნდით, რომ ხალხი იკვებება,“ - წერს შეფი ტვიტერზე.

 

 

მართლაც, ისინი უკვე თანამშრომლობენ სხვადასხვა რესტორნებთან ოდესაში. გუნდთან ერთად მოამზადეს 1000 ულუფა მაკარონი და ახლად გამომცხვარი პური მაცხოვრებლებისა და ქალაქის მცველებისათვის. ანდრესის თქმით, მზარეულები შეძლებისდაგვარად გაზრდიან მომსახურების მასშტაბებს.

 

სემ ბლოხმა, WCK-ის საველე ოპერაციების დირექტორმა, ასევე ტვიტერზე გამოაქვეყნა მოკლე ვიდეორეპორტაჟი იმ მხარეში, სადაც პოლონეთის მიერ მართულმა კვების სატვირთო მანქანამ გახსნა მაღაზია ლტოლვილების დასახმარებლად. 

 

„დაახლოებით 150 000-მა ადამიანმა დატოვა უკრაინა, ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება,“ - განმარტა მან, - მსგავსი თავშესაფრები ყველგან ჩნდება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ იქ ვიყოთ, რათა, როგორც კი ხალხი ქვეყანაში შემოვა, საჭმელი ჰქონდეს“.
„ბევრი თქვენგანი ფიქრობს: რა ვქნა? ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს ევალება ხმამაღლა ლაპარაკი ყოველ ჯერზე, როცა ვხედავთ იმას, რაც გაუმართლებელია,“- ასე შეაფასა შეფმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოვლენები.

 

ფოტოს წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

„რა ვუთხრა ჩემს შვილს, როცა მკითხავს: შენ სად იყავი, როცა რუსი გვჟლიტავდაო?“ - ქართველი შეფი ირაკლი ბერიძე, რომელიც ოჯახთან ერთად უკრაინაში დარჩა

 

Top-10 პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ უკრაინაში

 

რას ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში - 2021 წლის მონაცემები