10 რამ, რის ჭამასაც ბავშვობაში გვაძალებდნენ და ახლა ძალიან გვიყვარს - Gemrielia.ge

10 რამ, რის ჭამასაც ბავშვობაში გვაძალებდნენ და ახლა ძალიან გვიყვარს

„შეჭამე, თორემ გუდიანი კაცი მოვა და შეგიჭამს!“ - თვალების ფახულით და ენის მოჩლეფვით თქვენც „გაიძულებდნენ“ ბავშვობაში საჭმლის ჭამას?მამიდაჩემი ამბობდა ამასწინათ: პატარა რომ ვიყავი, მაძალებდნენ ხიზილალას ჭამას და დასანახად ვერ ვიტანდიო. ახლა კი მიყვარს, მაგრამ სადღაა ისეთი ხიზილალაო. ისეთი-ასეთი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ის, რაც ბავშვობაში გვძულდა, ხშირად სწორედ დიდობაში გვიყვარდება.

ჩვენს მკითხველებს შორის პატარა გამოკითხვა ჩავატარეთ, რის შედეგადაც გიზიარებთ 10 საჭმელს, რის ჭამასაც ბავშვობაში გვაძალებდნენ და ახლა ძალიან გვიყვარს.

1. ბოსტნეულის სუპი

bostneulis-supi-1649153770.jpg

„ხახვები ამოულაგე სუპიდან, არ ჭამს“, „კარტოფილი მრგვალ ფორმებად დაჭერი“... მსგავს და სხვა მითითებებს, ჩვეულებრივ, ყველა ოჯახში იძლეოდნენ, რათა როგორმე ბავშვს სუპი ეჭამა. ნებისმიერი წვნიანი ბევრისთვის ბაღთან ასოცირდება, ყველასთვის - ბავშვობასთან. უნდა „დავაძალოთ“ თუ არა წვნიანი ბავშვს? - ეკითხებიან პედიატრებს მშობლები, მაგრამ თან იციან, რომ მაინც დააძალაბენ, ზუსტად ისე, როგორც წლების წინ სხვები აძალებდნენ.რაც უნდა იყოს, უკვე გაზრდილები, ჩვენი გემოვნებით ვუმატებთ წვნიანს ხახვსაც და მწვანილსაც და აღმოვაჩენთ, რომ თურმე არც ისეთი უგემური ყოფილა, როგორსაც ვფიქრობდით.

2. ფაფა

fafa-1649153823.jpg

გერკულესი, მანი ფაფა, წიწიბურა, ბრინჯი... იქნებ ახლაც გეჭყანებათ სახე, მაგრამ ბავშვობაში უფრო მეტად დაგეჭყანებოდათ. რა თქმა უნდა, ისეთი ბავშვებიც არსებობენ, ფაფას დიდი სიამოცვნებით რომ მიირთმევენ, მაგრამ ვაღიაროთ, უმეტესობას მაინც არ უყვარს. იქნებ იმიტომ, რომ ფაფის მომზადების სწორი მეთოდები არ იციან მშობლებმა?!

3. აჯაფსანდალი

ajafsandali-1649153915.jpg

არსებობს ბავშვი, რომელსაც აჯაფსანდალი უყვარს? „ჯერ მარტო სახელს დაუკვირდი, რას ჰგავს!“ - ნიშნის მოგებით მეუბნება ჩემი პატარა ბიძაშვილი და თითს ცხვირწინ მიტრიალებს. შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჩემ ირგვლივ სალათა „აჯაფსანდალი“ უფრო უყვართ ვიდრე წვნიანი

4. ბორში

borshi-1649154023.jpg

წითელწყლიანი სუპი, რომელშიც უფროსები არაჟანს დებდნენ და პურს აწობდნენ, ბევრი ბავშვისთვის კოშმარული სცენა იყო. არ ვიცი, ასე ძალიან რატომ ვერ იტანს ზოგიერთი ბავშვი ბორშს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ნამდვილი უკრაინული ბორში ახლა მისწრება იქნებოდა!

5. ლობიო

lobio-1649154100.jpg

წვნიანების მტრები არც ლობიოს უყურებდნენ კარგი თვალით. გულწრფელად რომ ვთქვათ, დროს და თაობას გააჩნია. ხომ იყო პერიოდი, როცა ლობიო ყველაზე ხელმისაწვდომ სადილად ითვლებოდა... ერთი და იმავე კერძის ხშირად ჭამა ხშირად ხდება მისი სიძულვილის საფუძველი... თუმცა დღეს გემრიელად შეზავებულ ლობიოს რა ჯობია!

ათეულის მეორე ნაწილი კი ასე გამოიყურება:

6. ჩაქაფული

7. მხალეული

8. ხიზილალა

9. ქათმის ბულიონი

10. ხაჭო

თქვენ რას დაამატებდით ან ამოაკლებდით ამ ათეულს?