6 მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ქალები უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე 30 წლის წინ
ცოტა ხნის წინ მეგობრებთან ერთად კაფეში ვიჯექი და ერთმანეთის ცხოვრებიდან უახლეს ამბებს განვიხილავდით. უცებ ბავშვობიდან ერთი მოგონება გამახსენდა, როდესაც დედაჩემი მეგობრებთან ერთად ჩვენს სამზარეულოში იჯდა და საუბრობდა. გამიკვირდა ეს უნებლიე შედარება და დავინტერესდი, რატომ გამოვიყურებოდით მე და ჩემი მეგობრები უფრო ახალგაზრდულად, ვიდრე დედაჩემის მეგობრები, მაშინ, როდესაც ერთი და იმავე ასაკში ვიყავით.
ჩემი მეგობრებიდან ყველა მხიარული და კომუნიკაბელურია. ზოგი საუბრობს სამუშაოზე, ზოგი ახალ სილამაზის სალონზე, ზოგი პარიზში მოგზაურობაზე, ზოგი თვითგანვითარების ახალ კურსებზე.
დაახლოებით 40-50 წლის წინ ითვლებოდა, რომ ოცდაათი წლის ქალი უნდა გათხოვილიყო და შვილი ჰყოლოდა. რა თქმა უნდა, დღეს სიტუაცია შეიცვალა. ქალები არ ჩქარობენ ქორწინებით თავის დატვირთვას, რადგან პრიორიტეტი სწავლა, კარიერის შექმნა, მოგზაურობა და ცხოვრებით ტკბობაა. 30 წლის ასაკში თვრამეტი წლის გოგონას ცხოვრებით ცხოვრება აღარ არის გასაკვირი. აი, რა არის ამის მთავარი მიზეზი:
პასუხისმგებლობები
ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ 30 წლის ქალები მკაცრად და შედარებით ხანდაზმულად გამოიყურებოდნენ. ყველას ჰყავდა ქმარი და ერთი შვილი მაინც. საუბრობდნენ ცხოვრებისეულ სირთულეებზე, გაუნათლებელ ქმრებზე, საკვების ფასებზე და ყოველდღიურ პრობლემებზე.
ტანსაცმელი
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობდა მკაცრი ცნებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი გარკვეულ ასაკში. რაც უფრო დიდი ხარ, მით უფრო მჭიდრო უნდა იყოს შენი ტანსაცმელი. არავითარი ორიგინალობა, არჩევანის თავისუფლება ან ღია სამოსი. მაგრამ ახლა ქალს შეუძლია გამოიყურებოდეს ისე, როგორც მას სურს.
კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება
წარსულში ქალები სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკლებად იკეთებდნენ მაკიაჟს. უპირველეს ყოვლისა, ყოველდღიური მაკიაჟი ვულგარულად ითვლებოდა. გარდა ამისა, არ იყო ხელმისაწვდომი მაღალი ხარისხის კოსმეტიკა. ახლა კოსმეტიკა ხელმისაწვდომია ყველა ქალისთვის.
ფული
ადრე ქალები ფულს არ ხარჯავდნენ საკუთარ თავზე, სხეულსა და სილამაზეზე. თანხები ცოტა იყო, მათ კი ყოველთვის უნდა ეზრუნათ ოჯახზე. ახლა სილამაზის პროცედურების სფერო ძალიან დიდია და მისი ღირებულება ბევრისთვის ხელმისაწვდომია.
სტერეოტიპებთან ბრძოლა
ადრე ქალის როლი ოჯახის კერის შენარჩუნებით შემოიფარგლებოდა. მშვენიერი სქესის წარმატებული წარმომადგენელი, პირველ რიგში, ცოლი და დედა იყო. ახლა ქალებს შეუძლიათ აირჩიონ საკუთარი გზა. ისინი უყოყმანოდ მიდიან სამოგზაუროდ და ეუფლებიან ახალ, წარსულში მამაკაცების მიერ მისაკუთებულ პროფესიებს.
სწორი კვება
უდავოა, რომ ადრე ძალიან ცოტა ადამიანი ადევნებდა თვალყურს მის ჯანმრთელობას. არ არსებობდა ცნებები სწორი კვების, წყლის ბალანსის, მავნე საკვების შესახებ. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა "უგლუტენო" და "ლაქტოზას გარეშე", ვცდილობთ გამოვრიცხოთ შაქარი ჩვენი რაციონიდან, აქტუალური გახდა ჯანსაღი დესერტების მომზადება, სწორი რაოდენობის წყლის დალევა და ავოკადოს, ჩიას თესლისა და მთელმარცვლიანი ხორბლის მაკარონის მიღება. რა თქმა უნდა, ასეთი ზრუნვა თქვენს სხეულზე საშუალებას გაძლევთ უკეთ გამოიყურებოდეთ.
გამოდის, რომ ქალი, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც თავად სურს, ყოველთვის ბედნიერი და ლამაზი იქნება. არაფერი ამშვენებს ადამიანს ისე, როგორც მისი სურვილების ასრულება.