გადაგარჩენთ ბევრ უხერხულ მომენტს - დესერტის მირთმევის ეტიკეტი - Gemrielia.ge

გადაგარჩენთ ბევრ უხერხულ მომენტს - დესერტის მირთმევის ეტიკეტი

დესერტის მირთმევას თავისი ეტიკეტი აქვს. ამ მხრივ არც ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმია გამონაკლისი. ყველა ტიპის ტკბილეულს თავისი აქსესუარები და ინვენტარი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით დევს კონკრეტული კერძი თეფშზე.

ტორტი

tortis-nacheri-1659606584.jpg

ტორტის ნაჭერი ან ნამცხვარი, რომელიც ფენებისგან შედგება, გვერდულად უნდა დაიდოს თეფშზე. თუ ტორტს ახლავს ხილი, კოვზთან ერთად აუცილებლად უნდა იყოს ჩანგალიც. ჩანგალი და კოვზი უნდა ეწყოს ნამცხვრის გვერდით, თეფშზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მაგიდაზე.

კრუასანი

kruasani1-1659606763.jpg

კრუასანი ხრაშუნა სტრუქტურის გამო უხერხული საჭმელია, ის შეიძლება მივირთვათ როგორც ხელით, ასევე დანა-ჩანგლით, თუმცა მანამდე პატარა ნაჭრებად ხელით უნდა დავანაწევროთ. დანა კრუასანის სტრუქტურას ვნებს. თუ კრუასანზე ჯემის ან კარაქის წასმა გვსურს, ჯობს გავტეხოთ და ნაწილზე წავუსვათ სასურველი ჯემი ან კარაქი.

ნაყინი

chiqis-nayini-1655105100.jpg

თუ ნაყინი ან სორბე მაღალ ფუჟერში დევს, თან უნდა ახლდეს გრძელტარიანი კოვზი, ხოლო თუ დესერტი თეფშზეა ამოღებული, დესერტის ჩანგალი სჭირდება. ნაყინის კოვზი განსხვავდება ჩვეულებრივი კოვზისგან, მას წაკვეთილი პირი აქვს.

ეკლერი

ekleri_ekctAhf.jpg

ეკლერი ხელით არ იჭმება, იგი ჯერ დანით უნდა დაიჭრას პატარა ლუკმებად, შემდეგ კი ჩანგლით მივირთვათ.

ფხვიერი ნამცხვრები და ხრაშუნები

xrashunebi-1659606978.jpg

ფხვიერი, მშრალი ნამცხვარი ხელით იჭმება თუ მას არა აქვს წებოვანი მინანქარი, რითაც შეიძლება ხელი გაგვესვაროს. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ჩანგალი.

კექსი, ღვეზელები და ხილიანი ნამცხვრები

alublis-gvezeli-1659607046.jpg

კექსი, ხილიანი ან სხვა გულსართიანი ნამცხვრების სერვირება ისეთივეა, როგორიც ტორტისა. ამ ტიპის ნამცხვრებს ჩანგლისა და კოვზის დახმარებით ჭამენ. პატარა, მშრალ ღვეზელებს მიირთმევენ ხელითაც, ცხიმიანი ღვეზელებისთვის კი გამოიყენება დანა-ჩანგალი.

კრემბრულე

krembrule-1659607084.jpg

კრემბრულე სუფრაზე ტრადიციულად თეფშზე დადებული სპეციალური ფორმით მოაქვთ, რომელსაც თან ახლავს კოვზი. კოვზის უკანა მხარით ტყდება კრემბრულეს ზედაპირი და ამის შემდეგ კოვზით მიირთმევენ. კრემი, მუსი პანა-კოტა კრემოვანი დესერტები სუფრაზე ფუჟერებით, მეტალის ან ფაიფურის ფიგურული ჯამებით მიაქვთ, რომელსაც თან ახლავს დესერტის კოვზი.

კრემი, მუსი პანა-კოტა

pana-kota-1659608500.png

კრემოვანი დესერტები სუფრაზე ფუჟერებით, მეტალის ან ფაიფურის ფიგურული ჯამებით მიაქვთ, რომელსაც თან ახლავს დესერტის კოვზი.