myquiz

3 მცენარე, რომლებიც ყველაზე მეტად იზიდავს ფულს - Gemrielia.ge

3 მცენარე, რომლებიც ყველაზე მეტად იზიდავს ფულს

ჩვენში დიდი ხანია გავრცელებულია ლეგენდები იმის შესახებ, რომ მცენარეებს ადამიანის ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, არსებობს მცენარეები, რომელთაც ხალხის წარმოდგენით ბედნიერება მოაქვთ ასევე მცენარეები, რომლებიც სიმდიდრის მოზიდვაში გვეხმარება. წლების წინ ე. წ. დოლარის ხე (სხვანაირად - ფულის ხე) სწორედ ასე გახდა პოპულარული.

დღეს გიზიარებთ 3 მცენარეს, რომლებიც, როგორც ამბობენ, ყველაზე მეტად იზიდავს ფულს.

ორქიდეა

orqidea-1662550828.jpg

ეს ლამაზი მცენარე ერთი შეხედვით ნაზი ჩანს, თუმცა მასში დიდი ენერგიაა. როგორც ამბობენ, ამ მშვენიერ მცენარეს მისი პატრონის გამდიდრება შეუძლია. თუკი ორქიდეა კარგად ყვავილობს, მისი პატრონიც გრძნობს ენერგიის მოზღვავებას, შედეგად, მეტად აქტიურად შეუდგება გონებრივი თუ ფიზიკური სამუშაოს შესრულებას. სხვათა შორის, სწორედ ამ მოზღვავებული ენერგიის გამო ექსპერტები არ გვირჩევენ ორქიდეას საძინებელში გაჩერებას. მისთვის სხვა ოთახი შეარჩიეთ და დატკბით დადებითი შედეგებით.

ყოჩივარდა

yochivarda-1662550838.jpg

ეს მშვენიერი მცენარე ზუსტად ისე მოგექცევათ, როგორც თქვენ მოექცევით. თუკი მასზე იზრუნებთ და კარგად მოუვლით, ამას აუცილებლად დაგიფასებთ და ფინანსური სარგებლის მოზიდვაშიც დაგეხმარებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი კეთილგანწყობის, შესაბამისად - კეთილდღეობის - იმედი არ გქონდეთ.

ნემსიწვერა

nemsiwvera-1662550854.jpg

ამ მცენარეს ფინანსური ენერგიის წყაროსაც კი უწოდებენ. თუ გსურთ სიმდიდრე მოიზიდოთ, ერთის ნაცვლად, რამდენიმე ქოთანი ნემსიწვერა გაახარეთ, საპასუხოდ ისიც აუცილებლად გაგახარებთ.

თქვენ თუ გჯერათ, რომ მცენარეს სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოზიდვა შეუძლია?