იდეალურია როგორც გაციების პრევენციისთვის, ასევე სამკურნალოდ - როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ - Gemrielia.ge

იდეალურია როგორც გაციების პრევენციისთვის, ასევე სამკურნალოდ - როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ

შემოდგომა კი სწორედ ის სეზონია, ყველაზე მეტად რომ გვჭირდება სხვადასხვა მცენარეული ჩაი. ისინი არა მარტო გემრიელია, არამედ სამკურნალო-პროფილაქტიკური თვისებებითაც გამოირჩევიან. ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა ჯანჯაფილი (იგივე კოჭა, ჯინჯერი). გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ მისგან ჩაი ისე, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

ჯანჯაფილის (კოჭას) ჩაი გაციებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამოცდილი საშუალებაა. ის ორგანიზმს ათბობს, აქვს მატონიზირებელი ეფექტი, გამოდევნის ტოქსინებს და აძლიერებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, ჯანჯაფილის ჩაი ტვინში სისხლის მიწოდებას და აქედან გამომდინარე მეხსიერებას აუმჯობესებს, უხდება სახის კანსაც.

janjafili.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვამზადოთ ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად

რეცეპტი:

1 ლიტრ მდუღარე წყალზე დაგჭირდებათ 3 ს.კ დაჭრილი ან გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი. დააყენეთ 3-5 წუთი, გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი, ლიმონის ან ფორთოხლის წვენი (ან ნაჭრები) . შეგიძლიათ დაამატოთ პიტნაც. მიირთვით თბილი.