„მთელი ცხოვრება მქონდა ჭარბი წონა... 2 წელში დავიკელი 70 კგ“ - ნახეთ ახალგაზრდა ქალის საოცარი გარდასახვა - Gemrielia.ge

„მთელი ცხოვრება მქონდა ჭარბი წონა... 2 წელში დავიკელი 70 კგ“ - ნახეთ ახალგაზრდა ქალის საოცარი გარდასახვა

keliStones - ასე ჰქვია აშშ-ში მცხოვრები ქართველის გვერდს, სადაც ძვირფასი ქვებისა და მინერალების ულამაზეს სამკაულებს ნახავთ. თუმცა ამჯერად ჩვენი ყურადღება ბრენდის შემქმნელმა მიიქცია, რომელმაც ფეისბუქგვერდზე თავისი ფიზიკური გარდასახვის შესახებ დაწერა. გიზიარებთ პოსტს:

მთელი ცხოვრება მქონდა ჭარბი წონა და მესმის თუ რამდენად რთულია მასთან ბრძოლა, განსაკუთრებით მაშინ როცა არ გაქვს სწორი ინფორმაცია, მიედმოედები უამრავ უაზრო დიეტას და გრჩება წარმოდგენა, რომ ზედმეტი კილოგრამები გადაულახავი ბარიერია.

მინდა ამ პოსტში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს გავცე პასუხი:

1. რამდენი კილო დაიკელი? - მთლიანობაში დავიკელი 70 კილო.

2. რამდენ ხანში? - დაახლოებით 2 წელი დამჭირდა.

3. შიმშილობდი? - არავითარ შემთხვევაში. მხოლოდ რამდენიმე პროდუქტი ამოვიღე მენიუდან, რომელიც ისედაც არაა ორგანიზმისთვის საჭირო - პროცესირებული პროდუქტი (ძეხვეული) და შაქარი.

4. დაკლების მერე თუ მოიმატე უკან? - მოვიმატე მაგრამ არა ცხიმი, არამედ კუნთი, ბევრი ვარჯიშის და ფიზიკური დატვირთვის დახმარებით.

5. რომელი საათის მერე არ ჭამ? - არ მაქვს გათვლილი საათები, ვცდილობ დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მივიღო ბოლო საკვები.

6. დაგრჩა თუ არა ჩამოწელილი კანი? - კი დამრჩა მუცლის არეში. 70 კილო ზედმეტად დიდი წონაა იმისთვის რომ კანის სტრუქტურა არ დაირღვეს. ამ წონაზე კანს არც ვარჯიში შველის არც კრემები და არც სხვადასხვა პროცედურები. მხოლოდ პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ზედმეტ კანს აშორებს (ჯერ არ გამიკეთებია).

7. როგორ დაიკელი მუცლის არეში? - კლების დროს არ არსებობს მცნება - მუცლის გახდუნება, ორგანიზმი პროპორციულად იმატებს და იკლებს ცხიმს. მხოლოდ სრული ტანის ვარჯიშით შეიძლება სხვადასხვა კუნთის გამოკვეთა და არა დაკლება.

8. მარტო მოხარშულს ჭამ? - არა, ვჭამ შემწვარსაც და კარგად შეზავებულ საკვებს. შეეცადეთ სიტყვა დიეტა ამოიღოთ ლექსიკონიდან და დააბალანსოთ ულუფა გემრიელი საკვებით. უნდა მიიღოთ პროტეინი, მწვანეული და ბურღულეულიც იმისთვის რომ ორგანიზმი არ დაიმშეს და დარღვევის შემთხვევაში უკან წონა არ მოიმატოთ,“ - ვკითხულობთ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„მირჩევნია თვეში 1 კილო დავიკლო, მაგრამ კომფორტულად“ - გაიცანით ნათია დემეტრაშვილი, რომელმაც 53 კგ ყოველგვარი დიეტის გარეშე დაიკლო