როგორ გავყინოთ ბროწეული - ინახება თვეების განმავლობაში - Gemrielia.ge

როგორ გავყინოთ ბროწეული - ინახება თვეების განმავლობაში

ბროწეული გემრიელ ხილთან ერთად ვიტამინებისა და მინერალების უსაზღვრო წყაროა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო და აუცილებელ საკვებ ნივთიერებების მთელ კომპლექსს. ასევე 15 ამინომჟავას, რომელთაგან 6 შეუცვლელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.ბროწეული მდიდარია C, P, B6, B12 ვიტამინებითა და ისეთი მინერალებით, როგორიცაა იოდი, კალიუმი, კალციუმი, რკინა და სხვ. ბროწეულის წვენი აუმჯობესებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, გულსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე.

დიასახლისები აქტიურად იყენებენ სხვადასხვა კერძისა თუ დესერტის მოსამზადებლად, ასევე აკეთებენ მარინადებსა და უგემრიელეს ბროწეულის სოუსს.რადგან ახალი ბროწეული ყველა სეზონზე არ იშოვება, გიზიარებთ ხერხს, რომლის გამოყენებითაც შეძლებთ თქვენი საყვარელი ხილი რამდენიმე თვის განმავლობაში შეინახოთ ჯანსაღ მდგომარეობაში.

broweuli2.jpg

ნაბიჯი 1

ავიღოთ ბროწეული და შესაფუთი პაკეტი.

ნაბიჯი 2

ბროწეული დავჭრათ ისე, რომ მარცვლები ფრთხილად მოვაცალოთ, რათა წვენი არ გამოვიდეს. სურვილისამებრ, ქერქი შეგიძლიათ გააშროთ და გამოიყენოთ გემრიელი ჩაის დასამზადებლად.

ნაბიჯი 3

ბროწეულის მარცვლები დაყავით პატარა პორციებად და მოათავსეთ პაკეტებში. შემდეგ შეინახეთ საყინულეში.

ასეთ მდგომარეობაში შენახული ბროწეული ინარჩუნებს ყველა სამკურნალო და სასარგებლო თვისებას.

თიკო ღაჭავა