ავოკადო ვიყიდე და ქვასავით მაგარია, რა ვუშველო? – 2 მარტივი ხრიკი ავოკადოს სწრაფად დასამწიფებლად - Gemrielia.ge

ავოკადო ვიყიდე და ქვასავით მაგარია, რა ვუშველო? – 2 მარტივი ხრიკი ავოკადოს სწრაფად დასამწიფებლად

ავოკადო მიეკუთვნება იმ შეუცვლელი და სასარგებლო პროდუქტების რიცხვს,რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმის კარგ ფუნქციონირებას.

პროდუქტი შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალს, მდიდარია კალიუმით, ბოჭკოვანი და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ამცირებს ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, ასევე აჩქარებს საკვები ნივთიერებების ათვისებას ორგანიზმში.

დახლებზე ხშირად გვხვდება ღია მწვანე შეფერილობის, მოუმწიფებელი ავოკადო, რომელსაც დიდი დრო სჭირდება დასამწიფებლად. ამ სტატიაში გასწავლით 2 მარტივ და ეფექტურ ხრიკს, თუ როგორ დავაჩქაროთ მისი დამწიფება სახლის პირობებში.

avokado1.jpg

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ უნდა მიირთვან ქალბატონებმა ყოველდღე ავოკადო?

მეთოდი 1

ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ, შესაფუთი ქაღალდი, რომელიმე მწიფე ხილი ან ბოსტნეული, რადგან ასეთ კონდიციაში მყოფი პროდუქტი გამოყოფს ეთილენს, რომელიც ხელს შეუწყობს ავოკადოს მომწიფებას.

აიღეთ მწიფე ბანანი ,ვაშლი ან თუნდაც პომიდორი. ნაყოფი მჭიდროდ შემოახვიეთ ავოკადოს და მოათავსეთ ქაღალდში. ქაღალდი შეფუთეთ ისე, რომ მასში ჰაერმა ვერ შეაღწიოს. შემდეგ შეინახეთ თბილ ადგილას.მაქსიმუმ ერთ კვირაში მიიღებთ რბილ და მწიფე ხილს.

avokado1-1666010673.jpg

მეთოდი 2

თუ მოუთმენელი ხართ და გინდათ სწრაფად მიიღოთ შედეგი,მაშინ ეს ხრიკი თქვენთვისაა.

ავოკადო გაჭერით შუაზე, კოვზით ამოაცალეთ კურკა,შემდეგ ჩანგლის საშუალებით დავჩხვლიტოთ რამდენიმე ადგილას და მჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგა. შემდგომ მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 30 წამის განმავლობაში. თუ შეამჩნევთ,რომ ნაყოფი ჯერ კიდევ მყარია დატოვეთ ღუმელში კიდევ 30 წამის განმავლობაში.

avokado2-1666010685.jpg

ამ მეთოდის დახმარებით ძალიან მალე მიიღებთ სასურველ შედეგს, მაგრამ გაითვალისწინეთ,რომ ოდნავ შეუცვლის მის დამახასიათებელ, ბუნებრივ გემოს.

თიკო ღაჭავა