თაფლის უჩვეულო გამოყენება - 7 საუკეთესო იდეა, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ეს პროდუქტი ნამდვილი ოქროა - Gemrielia.ge

თაფლის უჩვეულო გამოყენება - 7 საუკეთესო იდეა, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ეს პროდუქტი ნამდვილი ოქროა

ალბათ არასოდეს იმდენი არ უკამათიათ თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ, რამდენიც ბოლო წლებში. თუკი ადრე თაფლი უსიტყვოდ ითვლებოდა ძალიან სასარგებლო პროდუქტად და „ღმერთის საჩუქრად“, ბოლო პერიოდში გავრცელდა გარკვეული არგუმენტები, რომლებმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თაფლის სარგებლიანობა.

რაც უნდა იყოს, თაფლი შაქარზე მაღლა დგას და იგი არა მხოლოდ გასტრონომიაში, არამედ კოსმეტოლოგიაში, ზოგადად მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება. დღეს გაგიზიარებთ თაფლის გამოყენების 7 გზას, რომელთგან ზოგიერთი შეიძლება თქვენთვის მოულოდნელიც კი აღმოჩნდეს.

1. ნუნების დატენიანება

nunebi-1668155512.jpg

ნატურალური თაფლის შემადგენლობაში შედის ისეთი საკვები ნივთიერებები და ფერმენტები, რომლებიც ხელს უწყობს უხეში კანის დატენიანებას და მის დარბილებას. ამიტომ ეს პროდუქტი შესანიშნავი არჩევანია, თუ გაწუხებთ გამომშრალი და დაზიანებული ნუნები.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩკ თაფლი
  • 1 ჩკ ვაშლის ძმარი
  • 1 ჩკ ზეითუნის ზეთი

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. მიღებული ნაზავი რეგულარულად შეიზილეთ ნუნებზე და დატოვეთ 10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

2. რეგენერაციის ხელშეწყობა

regeneracia-1668155525.jpg

თაფლს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებიც. იგი ეხმარება აღდგენით პროცესებს, ხელს უწყობს მცირე ნაკაწრების შეხორცების დაჩქარებას. ასევე, მისი წყალობით ნაწიბურები შეუმჩნეველი ხდება.

დაგჭირდებათ:

  • 1 ჩკ თაფლი
  • 1 ჩკ ზეითუნის ზეთი

ორივე ინგრედიენტი კარგად შეურიეთ ერთმანეთს. წაისვით პრობლემურ ადგილებში, შეიზილეთ 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ ზემოდან მოათავსეთ ცხელი პირსახოცი, სანამ ბოლომდე არ გაგრილდება. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ მეორე დღეს ერთი თვის განმავლობაში. შედეგი ნამდვილად მოგეწონებათ!

3. ნაბახუსევის მკურნალობა

nabaxusevi-1668155539.jpg

მართალია ამბობენ, რომ ნაბახუსევზე მისწრებაა ხაში, ზედ ლავაში და ასი გრამი, მაგრამ თუკი ხაში არ გიყვართ, ისევ თაფლს მიუბრუნდით.

დაგჭირდებათ:

  • ჯანჯაფილი
  • 2 ჩკ თაფლი

ჯანჯაფილის პატარა ნაჭერს დაასხით მდუღარე წყალი. 15 წუთის შემდეგ დაუმატეთ 2 ჩკ თაფლი და კარგად მოურიეთ. მიიღეთ ეს ჩაი უზმოზე და მალევე იგრძნობთ შვებას. თაფლი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ჯანჯაფილი კი გულისრევის შეგრძნების მოხსნაში დაგეხმარებათ.

4. სახის კანის დატენიანება

taflis-nigabi-1668155553.jpg

თაფლი შეიძლება აღმოჩნდეს შესანიშნავი დამატენიანებელი საშუალებაც, რადგან ეს ბუნებრივი პროდუქტი მრავალი სახის ნიღბის ერთ-ერთი ინგრედიენტია. გირჩევთ სახლის მოვლის საშუალებებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მარტივ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ კანის გამოკვებაში.

დაგჭირდებათ:

  • ნახევარი ავოკადო
  • 1 ჩკ თაფლი

ავოკადო ჩანგლით დაჭყლიტეთ, შეურიეთ თაფლი და მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

5. თმის გამაჯანსაღებელი საშუალება

tma-1668155567.jpg

თაფლის დახმარებით შეგიძლიათ მოამზადოთ პროდუქტი, რომელიც თქვენს თმას გახდის გაცილებით სქელს და შემატებს ბზინვარებას.

დაგჭირდებათ:

  • 1 სკ მდოგვის ფხვნილი
  • თბილი წყალი
  • 1 ჩკ თაფლი
  • 1 კვერცხის გული

მდოგვის ფხვნილი თბილ წყალში გახსენით. ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ თაფლი. დაუმატეთ მდოგვის ნარევი და კვერცხის გული. კარგად მოურიეთ. მიღებული ნაზავი წაისვით თმის ძირებზე. 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყლით და შამპუნით.

6. ჯანსაღი სუნთქვისთვის

Tafli.png

ეფექტური პირის ღრუს სავლები საშუალება მარტივად შეიძლება მომზადდეს სახლში.

დაგჭირდებათ:

  • 1 სკ თაფლი
  • თბილი წყალი

თაფლი გახსენით თბილ წყალში. გამოივლეთ ნახევარი წუთის განმავლობაში. ანტისეპტიკური ნივთიერებები, რომლებითაც მდიდარია თაფლი, გაანადგურებს ცუდი სუნის გამომწვევ ბაქტერიებს.

7. იმუნიტეტის გაძლიერება

taflis-sasmeli-1668155621.jpg

ჩვეულებრივ, ჩაისთვის თაფლის დამატებას მას შემდეგ ვიწყებთ, რაც გაციების სიმპტომები გამოჩნდება, მაგრამ ბევრად უკეთესია იგი მივიღოთ, როგორც პროფილაქტიკური საშუალება, რითაც თავიდან ავიცილებთ დაავადებების განვითარებას. ეს მარტივი და გემრიელი სასმელი დაგეხმარებათ იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

დაგჭირდებათ:

  • თბილი წყალი
  • 1 ჩკ თაფლი
  • ლიმონის წვენი
  • დარიჩინი

მოამზადეთ ნაყენი ამ ინგრედიენტებით და მიირთვით დილაობით.

თქვენ რაში იყენებთ თაფლს?