არ დადოთ საახალწლო სუფრაზე ეს პროდუქტები, რათა კურდღლის კეთილგანწყობა არ დაკარგოთ
ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2023 წელი კურდღლის წელია. იგი ბუნებით მოსიყვარულე, მზრუნველი და მეოჯახეა, ამიტომ ამბობენ, რომ ახალი წელი ბედნიერი და წარმატებული იქნება.
რადგან კურდღელი მეოჯახეა, ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ახალ წელს სახლში, ოჯახურ გარემოში შევხვდეთ. ასევე, საახალწლო კერძები სახლის პირობებში მოვამზადოთ. უკვე გითხარით, რა უნდა დაახვედოთ კურდღელს, ახლა კი გეტყვით, რომელი პროდუქტისა თუ კერძის მირთმევისგან უნდა შევიკავოთ თავი, რათა კურდღლის კეთილგანწყობა შევინარჩუნოთ.
კურდღლის ხორცი
თუ არ გინდათ განარისხოთ მომავალი წლის სიმბოლო, გირჩევთ უარი თქვათ კურდღლის ხორცისგან მომზადებული კერძების მირთმევაზე.
პარკოსნები
ბარდა, ოსპი, ლობიო...ჩამოთვლილი პროდუქტები კუჭის დისკომფორტსა და შეშუპებას იწვევს, მათმა მიღებამ, შეიძლება კურდღლის სიკვდილიც გამოიწვიოს.შესაბამისად გირჩევთ, რომ ახალი წლის ღამეს თავი შევიკავოთ მათი მიღებისგან, რათა თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი უსიამოვნება.
ძლიერი ალკოჰოლური სასმელები
არაყი, კონიაკი თუ სხვ. სასმელების მიღება ნებადართულია მხოლოდ მცირე რაოდენობით.
თიკო ღაჭავა