რა დავახვედროთ კურდღელს? - ანუ როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა - Gemrielia.ge

რა დავახვედროთ კურდღელს? - ანუ როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

2023 წელი ჩინური ასტროლოგიის მიხედვით კურდღლის წელია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, კურდღელი ბედნიერ და წარმატებულ წელს გვპირდება. იგი ბუნებით მოსიყვარულე, მზრუნველი და მეოჯახეა. აქედან გამომდინარე, გირჩევთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სახლში, ოჯახის წევრებთან მყუდრო და თბილ გარემოში შეხვდეთ.

გაითვალისწინეთ, რომ წელს კერძების სახლის პირობებში მომზადებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სადღესასწაულო სუფრით უნდა გავახაროთ არა მხოლოდ მომავალი წლის სიმბოლო, არამედ ღირსეულად უნდა გავაცილოთ ვეფხვი, რათა შვინარჩუნოთ მისი კეთილგანწყობა.

მენიუს შედგენის მთავარი წერსია - არ დავდოთ მაგიდაზე კურდღლის ხორცისგან მომზადებული კერძები, რათა ამ წლის სიმბოლო არ გავანაწყენოთ შემდეგი 365 დღის განმავლობაში.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ რომელი კერძებისგან უნდა შევადგინოთ ჩვენი საახალწლო სუფრა.

ideebi_saaxalwlo_supristvis.jpg

ხორცი

მიუხედავად იმისა, რომ კურდღელი ბალახისმჭამელია, 2022 წლის სიმბოლოდან გამომდინარე ხორცი მაინც ერთ-ერთ მთავარი ადგილს დაიკავებს ჩვენს სუფრაზე. შეგვიძლია მოვამზადოთ ფრინველის, ღორის, ცხვრისა და თევზისგან შემდგარი კერძები ტკბილი და მჟავე სოუსით. სასურველია თევზი და ქათამი სუფრაზე მთლიანი სახით იყოს წარმოდგენილი.

tevzi-1667544304.jpg

ბოსტნეული

ვინაიდან კურდღელი ვეგეტარიანელია, სადღესასწაულო მენიუს ძირითადი ნაწილი უნდა შედგებოდეს ბოსტნეულისგან, ხილისა და მწვანილისგან მომზადებული კერძებით.სუფრაზე მისი უხვად გამოყენება დაგვეხმარება კურდღლის კეთილგანწყობის მოპოვებაში. ბოსტნეული შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათებში, აპეტაიზერებსა თუ ცხელ კერძებში.გაითვალისწინეთ, სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოთ კომბოსტოსა და სტაფილოს.

თუკი კლასიკას არ ღალატობთ, ოლივიე თქვენს სუფრაზე კვლავ საპატიო ადგილს დაიკავებს, ხოლო, თუკი ეს საბჭოთა სალათა მოგბეზრდათ და რამე ახალი გინდათ, ჩვენს საიტზე სალათების რეცეპტები შეგიძლიათ გადაათვალიეროთ.

saaxalwlo_burtulebi.jpg

რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

კვერცხი და რძის პროდუქტები

კვერცხსა და რძის პროდუქტებს წელს ნეიტრალური ადგილი უკავია. ისინი აუცილებლობას არ წარმოადგენენ, მაგრამ დაგვეხმარებიან ჩვენი სუფრის გამრავალფეროვნებასა და გალამაზებაში. მაგალითად, თუკი ახალ წელს ინდაურის საცივი არ გექნებათ სუფრაზე, შეგიძლიათ „კვერცხის საცივიმოამზადოთ.

kvercximaionezSi2.jpg

თუკი ნიგვზიანს ერიდებით, კვერცხი მაიონეზში მოამზადეთ. რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს.

ტკბილეული

საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია დესერტის გარეშე. შეგიძლიათ კლასიკურ ხაზს გაჰყვეთ და მოამზადოთ მედოვიკი, იდეალი, ჩიტის რძე... ანდაც რამე ახალი სცადოთ, მაგალითად: სტაფილოს ნამცხვარი (კურდღელს ხომ უყვარს სტაფილო), ანდაც ხილისა თუ კენკრის მუსისმაგვარი დესერტები. თუკი ცხობა გეზარებათ, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ იმ დესერტების რეცეპტები, რომლებსაც გამოცხობა არ სჭირდება.

ideali_oAjD5YC.jpg

კლასიკური იდეალის რეცეპტის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

სასმელები

სასმლის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ კურდღლის არისტოკრატული ბუნება. მას განსაკუთრებულად თბილი და სიყვარულით სავსე დამოკიდებულება აქვს სახლის მიმართ. შესაბამისად ძლიერი ალკოჰოლური სასმელების მიღება სასურველია მხოლოდ მცირე რაოდენობით მაგალითად: კოქტეილი, წითელი ან თეთრი შუშხუნა ღვინო.

გირჩევთ არჩევანი შეაჩეროთ უალკოჰოლო სასმელებზე. ეს შეიძლება იყოს ხილისა და კენკრის წვენი, კომპოტი, უალკოჰოლო კოქტეილები, ჩაი ან ყავა. 2023 წლის სიმბოლოს განსაკუთრებით მოეწონება მცენარეული ჩაი პიტნით, ლიმონით ან ლაიმით.

dasaklebi-sasmeli-1663136838.jpg

ასევე დაგაინტერესებთ:

რა უნდა მოვიმარაგოთ წინასწარ ახალ წლამდე - ბიუჯეტური შოპინგის იდეა

როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა, რათა მოვიზიდოთ იღბალი და ბარაქა

თიკო ღაჭავა