TOP 5 კრემი 2022 წლის „გემრიელიას“ რეიტინგის მიხედვით
ვაჯამებთ 2022 წელს, რომელიც სავსე იყო არაერთი საინტერესო კერძის, ცომეულისა თუ დესერტის რეცეპტით. დღეს ყველაზე პოპულარული 5 კრემის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ჩვენი მკითხველის ყველაზე დიდი ინტერესი დაიმსახურა.
1. კრემი ფქვილის გარეშე - ლეილა გაგნიძის რეცეპტი
ხშირად გვწერენ, რომ მოხარშული კრემის გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან ფქვილის გემო აქვს. ვფიქრობთ, ლეილა გაგნიძის ამ კრემის რეცეპტმა მთელი წლის განმავლობაში ამიტომაც არ დათმო პირველობა.
ინგრედიენტები:
- რძე - 600 მლ
- კვერცხი - 2 ც
- შაქარი - 180 გრ
- სიმინდის სახამებელი - 60 გრ
- ვანილი - 2 ც
- მარილი
- კარაქი - 200 გრ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
2. ყველაზე ადვილი და ეკონომიური კრემი ტორტების მოსართავად
ესეც ჩვენი მკითხველის, ეკატერინა ლონგიშვილის, რეცეპტია - ყველაზე ადვილი და ეკონომიური კრემი ტორტების მოსართავად.
ინგრედიენტები:
- კვერცხის ცილა - 120.00 გრ
- წყალი - 85.00 გრ
- შაქარი - 250.00 გრ
- ვანილი
- ლიმონმჟავა 1/3 ჩკ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
3. იდეალური კრემი პლომბირი
„ეს რეცეპტი ნაცნობმა კონდიტერმა მომყიდა, თქვენ კი უფასოდ გიმხელთ“ - ამბობს ლუდა გრიგორიანი და დღემდე მადლიერები ვართ ლუდასიც და მისი ნაცნობი კონდიტრეისაც.
ინგრედიენტები:
- კარაქი - 400.00 გ
- სახამებელი - 1 ჩკ
- ფქვილი - 3.00 სკ
- შაქრის პუდრა - 200.00 გ
- კვერცხი - 3.00 ც
- არაჟანი (15%) - 500.00 გ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
4. პატისიერი - კლასიკური მოხარშული კრემი, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია
პატისიერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრემია, რომელიც იდეალურია შუების, ეკლერებისა და ნამცხვრებისთვის.
ინგრედიენტები:
- კვერცხი - 3 ც
- ვანილის ექსტრაქტი - 0.5 ჩკ
- ფქვილი - 20 გ
- სახამებელი - 20 გ
- რძე - 300 მლ
- შაქარი - 125 გ
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
5. შოკოლადის კრემის ყველაზე მარტივი რეცეპტი
რა თქმა უნდა, კრემების ხუთეული წარმოუდგენელი იქნებოდა შოკოლადის კრემის გარეშე.
ინგრედიენტები:
- კარაქი - 50 გ
- კაკაო - 3 სკ
- ფქვილი - 2 სკ
- შაქარი - 1 ჭიქა
- რძე - 1 ჭიქა
მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს
თქვენ რომელი კრემი მოგეწონათ ყველაზე მეტად?