TOP 5 კრემი 2022 წლის „გემრიელიას“ რეიტინგის მიხედვით - Gemrielia.ge

TOP 5 კრემი 2022 წლის „გემრიელიას“ რეიტინგის მიხედვით

ვაჯამებთ 2022 წელს, რომელიც სავსე იყო არაერთი საინტერესო კერძის, ცომეულისა თუ დესერტის რეცეპტით. დღეს ყველაზე პოპულარული 5 კრემის რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში ჩვენი მკითხველის ყველაზე დიდი ინტერესი დაიმსახურა.

1. კრემი ფქვილის გარეშე - ლეილა გაგნიძის რეცეპტი

ხშირად გვწერენ, რომ მოხარშული კრემის გაკეთებისგან თავს იკავებენ, რადგან ფქვილის გემო აქვს. ვფიქრობთ, ლეილა გაგნიძის ამ კრემის რეცეპტმა მთელი წლის განმავლობაში ამიტომაც არ დათმო პირველობა.

ინგრედიენტები:

  • რძე - 600 მლ
  • კვერცხი - 2 ც
  • შაქარი - 180 გრ
  • სიმინდის სახამებელი - 60 გრ
  • ვანილი - 2 ც
  • მარილი
  • კარაქი - 200 გრ

277542457-5190068631056137-1530800303720338194-n-1649409203.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. ყველაზე ადვილი და ეკონომიური კრემი ტორტების მოსართავად

ესეც ჩვენი მკითხველის, ეკატერინა ლონგიშვილის, რეცეპტია - ყველაზე ადვილი და ეკონომიური კრემი ტორტების მოსართავად.

ინგრედიენტები:

  • კვერცხის ცილა - 120.00 გრ
  • წყალი - 85.00 გრ
  • შაქარი - 250.00 გრ
  • ვანილი
  • ლიმონმჟავა 1/3 ჩკ

ekonomiuri_kremi.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

3. იდეალური კრემი პლომბირი

„ეს რეცეპტი ნაცნობმა კონდიტერმა მომყიდა, თქვენ კი უფასოდ გიმხელთ“ - ამბობს ლუდა გრიგორიანი და დღემდე მადლიერები ვართ ლუდასიც და მისი ნაცნობი კონდიტრეისაც.

ინგრედიენტები:

  • კარაქი - 400.00 გ
  • სახამებელი - 1 ჩკ
  • ფქვილი - 3.00 სკ
  • შაქრის პუდრა - 200.00 გ
  • კვერცხი - 3.00 ც
  • არაჟანი (15%) - 500.00 გ

kremiplombiri.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

4. პატისიერი - კლასიკური მოხარშული კრემი, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია

პატისიერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრემია, რომელიც იდეალურია შუების, ეკლერებისა და ნამცხვრებისთვის.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 3 ც
  • ვანილის ექსტრაქტი - 0.5 ჩკ
  • ფქვილი - 20 გ
  • სახამებელი - 20 გ
  • რძე - 300 მლ
  • შაქარი - 125 გ

patisieri.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

5. შოკოლადის კრემის ყველაზე მარტივი რეცეპტი

რა თქმა უნდა, კრემების ხუთეული წარმოუდგენელი იქნებოდა შოკოლადის კრემის გარეშე.

ინგრედიენტები:

  • კარაქი - 50 გ
  • კაკაო - 3 სკ
  • ფქვილი - 2 სკ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • რძე - 1 ჭიქა

shokoladiskremi2.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

თქვენ რომელი კრემი მოგეწონათ ყველაზე მეტად?