გოზინაყის 3 რეცეპტი, რომლებიც წელს ყველაზე პოპულარულია - Gemrielia.ge

გოზინაყის 3 რეცეპტი, რომლებიც წელს ყველაზე პოპულარულია

გოზინაყის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. იგი ქართული გასტროკულტურის განუყოფელი ნაწილია. გოზინაყის არაერთი რეცეპტი არსებობს, თუმცა დღეს იმ 3 რეცეპტს მოვუყარეთ თავი, რომლებიც წელს ყველაზე პოპულარულია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეგიძლიათ ამ სამიდან ნებისმიერი აირჩიოთ, სამივე რეცეპტი წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის მიერ არის გამოცდილი.

1. გურამ ბაღდოშვილის გოზინაყი

შეფ გურამის გოზინაყი ბოლო 2 წელია პირველობას არ თმობს. მან ვიდეოც გადაიღო, სადაც დაწვრილებით აღწერს მომზადების პროცესს.

ინგრედიენტები:

  • შაქარი - 5.00 სკ
  • მაისის თაფლი
  • წაბლის თაფლი - 1.00 ჭიქა (200-გრამიანი)
  • დაჭრილი ნიგოზი - 1.00 კგ (10 ჭიქა)

bagdoshvilisgozinaki.jpg

მომზადების ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ფოტოს

2. გოზინაყი თაფლის ადუღების გარეშე (თამო მეფიშვილის რეცეპტი)

ამ რეცეპტის პოპულარულობის მთავარი მიზეზი ის აღმოჩნდა, რომ თაფლის ადუღებას არ ითვალისწინებს.

ინგრედიენტები:

  • შაქარი - 1.00 სკ
  • თაფლი - 250.00 გ
  • ნიგოზი - 500.00 გ

gozinayi_tamo_mefishvili.jpg

ნიგოზი მოვხალე, ცალკე თაფლი შევათბე (თაფლს არ ვადუღებ, რადგან დუღილის დროს კარგავს ყველა საჭირო თვისებას) .თან განუწყვეტლივ ვურევდი, შეთბობა-გაცივების პროცესი გავიმეორე 4-5-ჯერ, ჩავყარე შაქარიმეოთხე შეთბობაზე და ბოლოს - დაჭრილი ნიგოზი.

გადმოვიტანე სველ დაფაზე და გავაბრტყელე.რომ გაცივდა, დავჭერი.

გემრიელად მიირთვით!

3. ტრადიციული გოზინაყი „20 წელია ასე ვამზადებ...“

ალბათ სათაური უკვე გეცნოთ. ეს არის რეცეპტი, რომელიც ჩვენმა მკითხველმა მანანა კორაშვილმა გაგვიზიარა და მეორე წელია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

ინგრედიენტები:

  • შაქარი - 1.00 სკ
  • თაფლი - 1.00 ჭიქა
  • მოხალული ნიგოზი - 4.00 ჭიქა

gozinayi_IVg2Cub.jpg

მომზადების წესის სანახავად დააჭირეთ ფოტოს

ასევე გამოგადგებათ:

„ამ მეთოდით გოზინაყს წამებში ვაბრტყელებ“ - დიასახლისის ხრიკი, რომელიც დროსა და ენერგიას დაგიზოგავთ