თუკი მაინც გადაწყვიტეთ ქათმის გარეცხვა... 2 ხრიკი, რათა ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერებები მოაშოროთ - Gemrielia.ge

თუკი მაინც გადაწყვიტეთ ქათმის გარეცხვა... 2 ხრიკი, რათა ორგანიზმისთვის საშიში ნივთიერებები მოაშოროთ

ქათამი უნივერსალური და ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსამზადებელი ხორცია. ერთი საშუალო ზომის ქათმისგან შეგიძლიათ მოამზადოთ რამდენიმე სახის კერძი მაგ: შეწვათ, გამოაცხოთ, მოხარშოთ და მისი ნახარშისგან მიიღოთ არაჩვეულებრივი, ორგანიზმისთვის სასარგებლო ბულიონი.

მოსახლეობის უმრავლესობა ქათამს სუპერმარკეტების დახლებზე ყიდულობს, ამის ერთადერთი უარყოფითი მხარე კი შეიძლება იყოს ხორცში შემავალი ქიმიური დანამატები. მწარმოებლები ფრინველებს სწრაფი ზრდისა და წონის მატებისთვის კვებავენ სხვადასხვა ჰორმონით, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

რაც უნდა ხშირად ვიმეოროთ, რომ ქათმის გარეცხვა ცუდია, მის მომზადებამდე აუცილებელია ვიცოდეთ სწორი გზით დამუშავება, რათა თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი საფრთხე.

qaaa-1673256282.jpg

ჩვენ გასწავლით 2 მარტივ ხერხს, თუ როგორ გაასუფთაოთ ქათამი ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებისგან.

ქათმის მოხარშვისას არ არის აუცილებელი პირველივე წყლის გადაწურვა, რადგან წყალში ერთი ინგრედიენტის დამატებით მარტივად შეძლებთ მავნე ნივთიერებების მოშორებას.

ხერხი 1

qa-1673255881.jpg

დაგჭირდებათ:

  • წყალი - 1 ლ
  • მარილი - 3 სკ
  • ლიმონმჟავა - 1 ჩკ

მომზადების წესი:

1. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი და მოურიეთ კარგად.

2. დაუმატეთ ლიმონმჟავა და კვლავ მოურიეთ.

3. გარეცხეთ ქათამი და მოათავსეთ ქვაბში. დატოვეთ 3 საათის განმავლობაში.

ხერხი 2

es-1673255430.jpg

დაგჭირდებათ:

  • წყალი - 1 ლ
  • მარილი - 2 სკ
  • ლიმონის წვენი - 2 სკ

მომზადების წესი:

1. ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ მარილი, ლიმონმჟავა და მოურიეთ.

2. ქათამი გარეცხეთ კარგად, შემდეგ კი მოათავსეთ მომზადებულ ხსნარში 2 საათის განმავლობაში.

3. ქათამს გადაუწურეთ სითხე და კვლავ გაიმეორეთ ეს პროცესი ერთხელ.

ამ მეთოდით არა მხოლოდ მავნე ნივთიერებებისგან დაიცავთ თავს, არამედ მიიღებთ წვნიან და რბილ ქათამს.

თქვენ რომელ საშუალებას იყენებთ ქათმის მომზადებამდე? გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები კომენტარებში.