მიმწვარ ქვაბში ლიმონი მოვხარშე და... ამ მეთოდს ხშირად გამოიყენებთ - Gemrielia.ge

მიმწვარ ქვაბში ლიმონი მოვხარშე და... ამ მეთოდს ხშირად გამოიყენებთ

ოდესმე დაგწვიათ ქვაბი? გემრიელი სადილის მომზადება გადაწყვიტეთ, მაგრამ დრო გაგეპარათ ანდაც მაღალი ცეცხლი მოგივიდათ და ქვაბის ძირი სულ გაშავდა? ეს ალბათ ერთხელ მაინც ყველა დიასახლისს დამართვია. მართალია მახსოვს სტატია, სადაც ვწერდით როგორ გავხეხოთ მიმწვარი ქვაბი და ტაფა მხოლოდ 2 ინგრედიენტით, მაგრამ ამ ახალმა მეთოდმა ჩემი გული ნამდვილად დაიპყრო.

qvabi-1675923660.jpg

როგორ გავაპრიალოთ მიმწვარი ქვაბი ლიმონის დახმარებით?

ეს მეთოდი იმიტომ მომწონს, რომ ძალიან მარტივია, მხოლოდ 1 ინგრედიენტი მჭირდება და არც ძვირიანი ქიმიური საშუალებების ყიდვა მიწევს. იმისათვის, რომ მიმწვარი ქვაბი ამ მეთოდით გააპრიალოთ, უნდა მიჰყვეთ 6-საფეხურიან ინსტრუქციას.

1. 2 ცალი ლიმონი დაჭერით 8 ნაწილად.

2. ყველა ნაჭერი მოათავსეთ გასარეცხ ქვაბში.

3. ჩაასხით წყლით ის, რომ ზედაპირი კარგად დაიფაროს.

4. დადგით ქვაბი გაზქურაზე, მაღალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.

5. ქვაბი გადმოდგით და სრულად გააგრილეთ.

6. გარეცხეთ გამდინარე წყალში და თავად შეამჩნევთ, სიშავე გაქრება.

limoni-qvabshi-1675924148.jpg

ლიმონით გაწმენდის მეთოდი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე ძლიერი ქიმიური საშუალებები. ამის მიზეზი არის ლიმონში არსებული მჟავის და სითბოს ურთიერთქმედება. ცხელი წყალი და ორთქლი აჩქარებს მჟავის დაშლის პროცესს. გარდა ამისა, ციტრუსი ხელს უწყობს სპეციფიკური სუნის მოცილებას.

თქვენ როგორ აპრიალებთ მიმწვარ ქვაბებს? გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება.