რატომ უმატებენ პელმენისა და ხინკლის ცომს ძმარს? - ამის შემდეგ მხოლოდ ასე მოამზადებთ
თუკი პელმენის ან ხინკლის ცომი ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ სახლში, გეცოდინებათ, რომ ეს საკმაოდ შრომატევადია. პრიალა ცომის საიდუმლო არის როგორც მომზადებაში, ასევე მოხარშვის ტექნიკაში. ამ სტატიაში გაგიზიარებთ ერთ მარტივ მეთოდს, რომლის დახმარებითაც მიიღებთ ელასტიურ, ზუსტად პელმენისა თუ ხინკლისთვის შესაფერის ცომს.
იდეალური ცომის რეცეპტი
დაგჭირდებათ:
- 1 სკ ძმარი 9%
- 250 მლ წყალი
- 1 კვერცხი
- 450 გრ ფქვილი
- 1 ჩ.კ მარილი
- 2 სკ მზესუმზირის ზეთი
მომზადება:
კვერცხს დაუმეტთ მარილი, ძმარი და ზეთი. დაასხით თბილი წყალი და კარგად გახსენით.
ჩააცერით ფქვილი, მოზილეთ ცომი, შეახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 30 წუთით.
შემდეგ გააბრტყელეთ და მოახვიეთ პელმენი ან ხინკალი.
თქვენ როგორ ამზადებთ ცომს?