8 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ პრასი - Gemrielia.ge

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ პრასი

პრასი - ეს არის მცენარე, რომელიც თითქმის ყველას უყვარს. პრასი ნიგვზით კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფხლის სახეობაა. რაც მთავარია, პრასი არა მხოლოდ გემრიელი მცენარე, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. ამ სტატიაში პრასის მოყვანისა და სასარგებლო თვისებების შესახებ მოგიყვებით.

პრასი ორწლიანი მცენარეა. პირველ წელს ივითარებს ფოთლებსა და გამსხვილებულ ცრუ ღეროს, ხოლო მეორე წელს საყვავილე – ყლორტებს (ისარს) და იძლევა თესლს.

საჭმელად გამოიყენება პრასის ფოთლები და ცრუ ღერო. მას იყენებენ როგორც უმი, ისე მოხარშული სახით ნიგვზითა და სუნელებით შენელებულს, გამოიყენება აგრეთვე მწნილად.

პრასის სასარგებლო თვისებები

პრასი არის ბოსტნეული, რომელიც უამრავ ვიტამინს, მინერალს, საშენ და საკვებ ნივთიერებას შეიცავს, ის ებრძვის დაავადებათა ვრცელ სპექტრს.

prasi1-1679401489.jpg

გულ-სისხლძარღვთა სისტემა

პრასი შესანიშნავი საკვებია, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი გულის ჯანმრთელობას, ამასთანავე თქვენს სისხლძარღვებს დაიცავს. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს. მასში შედის ფლავონოიდები, რომლებიც ინფარქტის რისკს საგრძნობლად ამცირებს. პრასი მდიდარია კალიუმით. რეგულარული მოხმარებით, გაგიუმჯობესდებათ გულის კუნთის შეკუმშვის ფუნქცია. კალიუმი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადის ათვისებას.

კატარაქტა და თვალის დაავადებები

კატარაქტა თვალის დაავადებაა, რომელიც ასაკოვან ადამიანებში განსაკუთრებით არის გავრცელებული. პრასში კი შედის ზეაქსანტინი და ლუთეინი, რომლებიც იცავს თვალს ამ დაავადების განვითარებისაგან.

თავისუფალი რადიკალები თვალის ზედაპირს აზიანებს. პრასში შემავალი ანტიოქსიდანტები და C ვიტამინი შლის თავისუფალ რადიკალებს და თვალის დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.

ოსტეოპოროზი და ჯანსაღი ძვლოვანი სისტემა.

K ვიტამინისა და კალციუმის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ოსტეოკალცინის ცილის მოქმედებას, რაც სასარგებლოა თქვენი ძვლის გამაგრებისთვის. ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს. იზრდება ძვლის სიმკვრივე, რაც მოტეხილობისგან და დაზიანებისგან იცავს მას. თუმცა, ეს ვიტამინი რომ მიიღოთ მისგან, პრასი ცოცხლად უნდა ჭამოთ.

prasi1-1679401523.jpg

შაქრიანი დიაბეტი

პრასი დაბალკალორიული და დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონდე ბოსტნეულია, ამიტომ დიაბეტი ტიპი ორის დროს, საკვებ რაციონში აუცილებლადუნდა შედიოდეს.

ის შეიცავს ალიცინს, მკვებავ ნივთიერებას, რომელიც დიაბეტური ნეიროპათიისგან დაგიცავთ. სპილენძის და რკინის მაღალი შემცველობა დაზიანებული უჯრედების რეგენერაციას უწყობს ხელს.

ნერვული სისტემა

B6 ვიტამინის დახმარებით თქვენ გაიუმჯობესებთ ნერვულ სისტემას. ყოველდღიური სტრესი, დაღლილობის შეგრძნება გაქრება, თუ თქვენს რაციონში აქტიურად შეიტანთ ამ საკვებს. გადაღლილობასა და მოთენთილობას შეამცირებთ, ვინაიდან ის მანგანუმის, ვიტამინი C –სა და ფოლატის შემცველი პროდუქტია.

იმუნური სისტემა

ის მდიდარია A ვიტამინით, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი იმუნური სისტემისათვის. ის გეხმარებათ ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზმში ანთების შესამცირებლად.

prasi2-1679401643.jpg

ბუნებრივი შარდმდენი

პრასი, ნატრიუმის დაბალი შემცველობის გამო, ერთ-ერთი საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა. უზრუნველყოფს ტოქსინების მოცილებას. დეტოქსიკაცია სასარგებლოდ აისახება თქვენს თირკმელებზე. შემცირდება ორგანიზმში წყლისა და მარილის შეკავება, შესაბამისად ჰიპერტენზიის შემცირებას შეუწყობს ხელს ეს ბუნებრივი შარდმდენი. ამავე მიზეზით, პრასი ცელულიტსაც ებრძვის.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

პრასი მდიდარია ბოჭკოთი. ის ორი სახის უხსნად და ხსნად ბოჭკოს შეიცავს. ხსნადი უწყობს საჭმლის მონელებას ხელს, შეკრულობის დროს შესანიშნავია. მეორე კი სრულებით წმენდს თქვენს ნაწლავებს.

prasi3-1679401655.jpg

როდის ვიმკურნალოთ პრასით?

პრასის სამკურნალო მოქმედება უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის მიღებას ურჩევდნენ პოდაგრით, რევმატიზმით დაავადებულ ადამიანებს. მისი მიღება სასარგებლოა, ასევე, კენჭოვანი დაავადებების, გაცხიმოვნების, ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლის დროსაც.

  • პრასი შეიცავს ეთერზეთებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის გოგირდი, ცილოვანი ნივთიერებები, ვიტამინები, კაროტინი, ტიამინი, ასკორბინისა და ნიკოტინის მჟავები, რიბოფლავინი. მასში დიდი რაოდენობით შედის ფოსფორის, კალიუმის, კალციუმის, რკინისა და მაგნიუმის მარილები.
  • პრასს აქვს თვისებები, რომლებიც სხვა ბოსტნეულს არ აქვს. კერძოდ, პრასის შენახვისას ასკორბინის მჟავის რაოდენობა მცენარის მოთეთრო ნაწილში 1,5-ჯერ და მეტჯერ იზრდება.
  • პრასი წმენდს სისხლს, არეგულირებს ჰემოგლობინის დონეს. აუმჯობესებს სასუნთქი სისტემის ფუნქციას, ებრძვის ცხვირ-ხახის დაავადებებს.
  • ის დიდი ხნით ანაყრებს ადამიანს, ამიტომ ძალზე ეფექტურია გასახდომი დიეტების დროს, მით უმეტეს, რომ დაბალკალორიულია.
  • პრასი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციებს, აქვს შარდისა და ნაღვლმდენი ეფექტი, აუმჯობესებს ღვიძლის საქმიანობას, ზრდის მადას, აქვს ანტისკლეროტული თვისებები. შესაბამისად, მისი მიღება რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, ჭარბი წონის, რევმატიზმისა და პოდაგრის დროს.
  • ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა დიაბეტის სამკურნალოდ. პრასის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები და მინერალები სწრაფად კურნავს დიაბეტს და სხვა მძიმე დაავადებებს.
  • იმისათვის, რომ განიკურნოთ უამრავი დააავადებისაგან, დაჭერით ერთი ცალი პრასის ძირი, ჩაალბეთ ერთ ბოთლ მინერალურ წყალში და დატოვეთ 24 საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენი მიიღეთ დღეში რამდენჯერმე.
  • შარდკენჭოვანი დაავადებების წინააღმდეგ კარგია პრასის წვენისა და მისი ფოთლების ნახარშის დალევა.

მარიამ ჭყონია

გამოყენებული წყაროები:

www.mkurnali.ge

www.agrokavkaz.ge