„პასკას ვაცხობ ქაღალდის ფორმებში და ძირი მეწვება...“ - 1 ხრიკი, რომ ძირი არ დაიწვას - Gemrielia.ge

„პასკას ვაცხობ ქაღალდის ფორმებში და ძირი მეწვება...“ - 1 ხრიკი, რომ ძირი არ დაიწვას

„პასკის ძირი იწვება...“ რამდენჯერ მოგისმენიათ ეს ფრაზა? როგორც იცით, ქაღალდის ფორმები თხელია და გარშემო სწრაფად ცხვება. თუკი გარედან დაბრაწვისთანავე გამოიღებთ ღუმლიდან, შიგნით უმი დარჩება, ხოლო, თუკი დიდხანს გააჩერებთ, დაიწვება. როგორ უნდა მოვიქცეთ?

„გემრიელიას“ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი თამო მეფიშვილი ძალიან კარგ ხრიკს გვიზიარებს:

საცხობ ცხაურს ალუმინის ქაღალდი (ე. წ. ფოლგა) შემოახვიეთ და ზედ შეალაგეთ პასკები.

cxauri-1680782202.jpg

ალუმინის ქაღალდი პასკის თავის დაწვისგანაც გიხსნით. თუკი ატყობთ, რომ თავი სწრაფად მოუშუშდა და დაწვის რისკი არსებობს, თავზე ალუმინის ქაღალდი გადააფარეთ - თითოეულს ცალ-ცალკე.

ასევე დაგაინტერესებთ:

ხშირად დასმული კითხვები - თუკი წელს პასკის გამოცხობას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ

პასკის 3 რეცეპტი, რომელიც წელს ყველაზე პოპულარულია