თუ გინდათ მიიღოთ კარგი მოსავალი ქიმიკატების გარეშე... - ჭინჭრის სასუქი - Gemrielia.ge

თუ გინდათ მიიღოთ კარგი მოსავალი ქიმიკატების გარეშე... - ჭინჭრის სასუქი

სასუქი არის ნივთიერება, რომელსაც მცენარეების კვების გაუმჯობესებისთვის იყენებენ. სასუქის მოხმარების შემდეგ მოსავალი უფრო უხვია. არსებობს ქიმიური და ორგანული/ბუნებრივი სასუქები.

თუკი სოფლის მეურნეობას მისდევთ და გსურთ ორგანული სასუქი გამოიყენოთ, ჭინჭრის სასუქს შემოგთავაზებთ, რომელიც მარტივი მოსამზადებელი და ძალიან ეფექტურია.

როგორ მოვამზადოთ ჭინჭრის სასუქი?

პირველი ფაზა

chinchari1-1682417638.jpg

პირველ რიგში შეაგროვეთ ჭინჭარი. უმჯობესია თუკი გზასთან ახლოს არ შეაგროვოთ, რომ მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა იყოს. გაითვალისწინეთ, რომ ჭინჭარი ძალიან სუსხავს ხელებს, ამიტომ ჩაიცვლით გრძელმკლავიანი მაისური და აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები. დაგჭირდებათ დაახლოებით 8-10 ღერო (გააჩნია საჭიროებას). აუცილებლად მოაცილეთ დაზიანებული ფოთლები.

აიღეთ პლასტმასის ჯამი ან სათლი. ჭინჭარი დაჭერით მაკრატლით ან ხელით. ჭურჭლის 2/3 შეავსეთ ჭინჭრით.

მეორე ფაზა

chinchari2-1682417627.jpg

წყალი გაათბეთ და დაასხით ჭინჭარს ისე, რომ ბოლომდე დაიფაროს. დაახურეთ თავი და დატოვეთ სითბოში დაახლოებით 2 კვირა. უმჯობესი იქნება, თუკი მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დატოვებთ. ამგვარად დუღილის პროცესი უფრო მალე დაიწყება. დუღილის დასაჩქარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 10 გრამი მშრალი საფუარიც.

ასევე დაგაინტერესებთ: თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

დღეში ერთხელ ახადეთ ჭურჭელს თავი და ჯოხით მოურიეთ. დუღილის დროს ამ სითხეს საკმაოდ უსიამოვნო სუნი აქვს. თუ ძალიან შეგაწუხებთ, 1 მუჭა ნაცარი ჩააყარეთ და სუნი შედარებით შემსუბუქდება.

როცა შეამჩნევთ, რომ სითხე აქაფდა და გამუქდა, ე. ი. მზად არის.

როგორ გამოვიყენოთ ჭინჭრის სასუქი?

chinchari3-1682417608.jpg

გადაწურეთ მიღებული სითხე. 1 ლ გახსენით 10 ლ სუფთა წყალში. გამოიყენეთ 2 კვირაში ერთხელ. ჭინჭრის სასუქი შესანიშნავი საშუალებაა პომიდვრისა და კიტრისთვის. არ გირჩევთ ხახვის, ნივრისა და ლობისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ, სანამ სასუქით გამოკვებავთ მცენარეებს, ისინი კარგად უნდა მორწყათ.

გიცდიათ ჭინჭრის სასუქი? თქვენ რას იყენებთ?